უზარმაზარი რიგები სარფის სასაზღვრო პუნქტზე
(interpressnews) ორი დღეა სარფის სასაზღვრო პუნქტი თურქეთში გადამსვლელებისთვის სრულად ჩაკეტილია. საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქეები, ისიც შეფერხებით, ძალიან ნელი ტემპით, მხოლოდ თურქეთის მხრიდან ახერხებენ. საზღვართან უზარმაზარი რიგებია. თურქეთის მხარე მიზეზად ტექნიკური ხარვეზს ასახელებს. კერძოდ, თურქეთის საბაჟოს კომპიუტერული სისტემის გაუმართაობას. გაურკვეველია, მიმოსვლა როდის აღდგება. […]