ISFED: 2012 წელთან შედარებით შემცირებულია შანტაჟი და ცემა, გახშირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები
მიხეილ ბენიძე (RFE/RL) 2012 წლის საარჩევნო პერიოდთან შედარებით დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ცემისა და მუქარის ფაქტები შემცირებულია, თუმცა წელს აქტუალური გამოწვევა გახდა ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები, - DFWatch-თან საუბრისას წინასაარჩევნო გარემოზე და დარღვევებზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. ორგანიზაცია სამშაბათს წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე, 30-გვერდიან შუალედურ [...]