ისანში სასტუმროს ეზოში ყვითელი ავტობუსის შევარდნის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა
18 ადამიანი დაშავდა ისანში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რიჩის“ ეზოში სამგზავრო ე.წ. ყვითელი ავტობუსის შევარდნის შედეგად. შემთხვევა პარასკევს დილით მოხდა. შეჯახებისას ავტობუსს, დაახლოებით, 20 მგზავრი გადაჰყავდა. როგორც DFWatch-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის მცირეწლოვნები არ იმყოფებოდნენ. 18-ვე მათგანი, 11 კაცი და 7 ქალი, არმიანცის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაანაწილეს. […]