აბიტურიენტები

მოსამზადებელი პროგრამით სტუდენტი გახდა 137 აბიტურიენტი გალიდან და 2 ცხინვალის რეგიონიდან

By | August 15th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი. „დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი და [...]

აფხაზეთიდან აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას დაპირდნენ

By | July 24th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

მიხეილ ბატიაშვილი. აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან - ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო, წერია სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ რელიზში. გარდა ამისა, სახელმწიფო  სტუდენტის სწავლის [...]

აფხაზეთიდან 172 აბიტურიენტი გადმოიყვანეს, 13 კიდევ ბლოკირებულია: მთავრობა

By | July 4th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და საგამოცდო პროცესში მონაწილეობს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს. „სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“, - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ დე [...]

ენგურის ხიდზე ბლოკირებული აბიტურიენტების ნაწილის გადმოყვანა მოხერხდა, აცხადებენ მთავრობაში

By | July 1st, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

სოხუმის რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა შეარბილა - მიმოსვლის უფლება პენსიონერებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებს მისცეს. რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთვის ჯერ ისევ მოქმედებს შეზღუდვა, თუმცა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება. „აბიტურიენტების ნაწილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ [...]

დე ფაქტო მთავრობამ გალელ მოსწავლეებს ჯერ ზეიმი გაუმართა, მერე კი საზღვარი ჩაუკეტა

By | June 30th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

„ჯერ საგანგებო წვეულება გაუმართეს, პარალელურად კი საზღვარი ჩაუკეტეს“ - ასე აფასებენ გალელები აბიტურიენტებისთვის ენგურის ჩაკეტვას. როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას ყვებიან, 28 ივნისს, ენგურის ხიდის ჩაკეტვის პარალელურად, დე ფაქტო განათლების სამინისტრო გალში 2019 წლის კურსდამთავრებულებს მასპინძლობდა. „კურსდამთავრებულთათვის გალში საზეიმო ცერემონია უკვე მეორე წელია იმართება. შარშან პირველად ჩატარდა და წელს მეორე იყო. აწ უკვე ყოფილი მოსწავლეები, მეწყვილეებთან ერთად [...]

გალელ აბიტურიენტებს, რომლებსაც ენგურზე არ უშვებენ, განათლების სამინისტრო დახმარებას ჰპირდება

By | June 30th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , , |

განათლების სამინისტროს განცხადებით, ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება „ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა [...]

გალელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადმოდიან – რა ხდება ენგურის ხიდზე

By | June 28th, 2019|Categories: ამბები|Tags: , , |

ენგურის ხიდზე, გალის მხარეს დგანან აბიტურიენტები, რომლებიც ზუგდიდისკენ ვერ გადმოდიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც DFWatch-ს კურსდამთავრებულებმა განუცხადეს, ისინი იმედოვნებენ რომ გამონაკლისის სახით მიეცემათ საშუალება დატოვონ ტერიტორია, რათა შეძლონ მონაწილეობის მიღება ერთიან ეროვნულ გამოცდებში. „მოულოდნელი იყო ჩაკეტვა, ვინც მოასწრო, გუშინ გადავიდა, დღეს კი ახლა მივდივართ, იმედი გვაქვს, რომ გამონაკლისს დაუშვებენ, თორემ გამოცდებზე გასვლას ვერ შევძლებთ“. როგორც [...]