Thursday, August 14, 2025
No donors. Answerable only to you.

აგვისტოს ომის დღეებში ორივე ოკუპირებულ რეგიონში დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსული არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს. ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემის პოლიგონზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო წარმოსახვითი მტრის მოსაგერიებლად

Read more

აფხაზეთსა და ცხინვალში რუსები დიდ წვრთნებს ატარებენ, სადაც  ჯამში 2 000  სამხედრო მონაწილეობს

რუსი სამხედროები ცხინვალის რეგიონში. (სპუტნიკ-ოსეტიას ფოტო)

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნაგვალოუში, კოდორის ხეობის სოფელ წებელდაში, გადაუთასა და  ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემში,  ოთხივე ამ რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსული სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და 1000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული.

Read more

ანექსირებულ ყირიმში და საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე რუსეთი სარაკეტო წვრთნებს ატარებს

wvrtna
(Tass.ru)

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო-სარაკეტო წვრთნები „კავკაზ-2016“ დაიწყო. სწავლება მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში და ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ანექსირებულ ყირიმში და სომხეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე.

Read more