Thursday, August 14, 2025
No donors. Answerable only to you.

კვიცინია სოხუმში ხვალ დიდ სახალხო კრებას იწვევს და „არჩევნების“ შედეგის გაუქმებას ითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ოპოზიცია სამშაბათს სოხუმში დიდი სახალხო კრების მოწვევას გეგმავს, რაც სასამართლო სხდომის პარალელურად უნდა გაიმართოს, რომელიც „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას სარჩელს განიხილავს. კვიცინია და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური ძალები მეორე ტურის შედეგის გაუქმებას მოითხოვენ იმ მოტივით, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. (შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო … Read more

სოხუმის კიდევ ერთი დისკრიმინაციული ნაბიჯი – ქართველებს შეიძლება წართმეული ქონების დაბრუნება აუკრძალონ

სოხუმის რეჟიმი ქართველებისთვის მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვას განიხილავს. ფორმალურად, ამის ინიციატორი არის “მოქალაქეთა ჯგუფი”, რომელმაც აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში საჩივარი შეიტანა. მოსარჩელეების აღშფოთება იმ საქმემ გამოიწვია, სადაც ეთნიკურმა ქართველმა  მემკვიდრეობისთვის ბრძოლა ეთნიკურად აფხაზ ომის ვეტერანს მოუგო. ამავე დროს, ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ქართველმა სამართალმემკვიდრემ ამ დავაში „საქართველოში შექმნილი“ უფლების დამდასტურებელი დოკუმენტაციით გაიმარჯვა. ამასთან ერთად, მათი … Read more

სოხუმის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერის მოწამვლას უარყოფს, გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის არ სჯერა

სოხუმის რეჟიმი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის ლიდერის მოწამვლის ფაქტს და ირწმუნება, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესება ჩვეულებრივ კვებით ინტოქსიკაციას უკავშირდება. როგორც დე ფაქტო გენპროკურორის მოადგილე ეპშსოუ კაკალიამ “პარლამენტში” გამოსვლისას განაცხადა, ასეთი დასკვნის საფუძველს მოსკოველი ექიმების გამოკითხვა იძლევა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ბჟანიას მკურნალობაში. კაკალიამ ასევე უარყო გერმანიის მიუნხენის ლაბორატორიის დასკვნა, რომელმაც ბჟანიას სისხლში ტყვიისა … Read more

თბილისში მიაჩნიათ, რომ სოხუმის სასტუმროს „საერთაშორისო ვარსკვლავი“ უბრალო ბლეფია

აფხაზური მედია დიდი ზარ-ზეიმით აცხადებს, რომ სოხუმის სასტუმრო „ლეონს“ შვეიცარიაში ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო ვარსკვლავის პრემია (International Star for quality) მიენიჭა. თუმცა თბილისში აღნიშნავენ, რომ ეს კერძო ჯილდოა, რომლის მიღებაც ყველას შეუძლია, ვინც სათანადო თანხას გადაიხდის. სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა გივი ჭაბაღუამ აღნიშნა, რომ „პრემიას საკუთარ ქვეყანა – აფხაზეთს“ უძღვნის. „ჩვენ სასტუმროს აფხაზეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა … Read more

წინასაახალწლო კრიმინალი აფხაზეთში

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში სამი ათეული წელია უკვე ერთგვარ „ტრადიციად“ დამკვიდრდა, რომ წინასაახალწლოდ კრიმინალი განსაკუთრებით აქტიურდება და ამ მხრივ არც მიმდინარე წელი გახდა გამონაკლისი.

Read more

ვიდეო: როგორ ძარცვავენ სოხუმში ბანკს

სოხუმის ცენტრში, წითელი ხიდის მახლობლად, ორშაბათს აფხაზეთის შემნახველი ბანკის ფილიალი გაძარცვეს, წაღებულია 200 000 რუბლი (7 350 ლარი).

Read more

აფხაზეთში თვითმკვლელობის ბუმია, ბოლო 6 თვეში 28 ადამიანმა მოისწრაფა სიცოცხლე

აფხაზეთში დიდი შეშფოთებაა მოხშირებული სუიციდის შემთხვევების გამო. დე ფაქტო გენპროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სუიციდის 836 მცდელობა იყო

Read more

სოხუმში მშენებარე სასტუმრო დაიწვა

სოხუმში ერთ-ერთ მშენებარე სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. „კელასურის რაიონში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ხანძარი გაუჩნდა მრავალსართულიან დაუმთავრებელ სასტუმროს.

Read more

სოხუმში კარდიოლოგიური კლინიკა კადრების არარსებობის გამო ვერ გახსნეს

სოხუმის სანაპირო. (DFWatch.)

სოხუმში, კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა კადრების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ამის შესახებ DFWatch-ს ქართველმა კარდიოლოგმა განუცხადა, რომელიც თანახმა იყო სოხუმში სამუშაოდ გადასულიყო.

Read more