სოფელ კოდასთან, საოკუპაციო ზოლთან, რუსმა სამხედროებმა სათვალთვალო მოწყობილობა დააყენეს და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობას და იქ მყოფ აქტივისტებს უთვალთვალებენ.
რუსები
აფხაზურ პოლიციას 50 რუსი სამართალდამცველით „აძლიერებენ“
აფხაზურ პოლიციაში 50 რუსი პოლიციელის დამატება იგეგმება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის მიზეზად „კორუფციის აღმოფხვრა“ სახელება.
„სიახლეები გალში პერიოდულად ჩატარებულ თათბირებზე ხმოვანდება. ეს ინფორმაციაც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჟღერდა. ზოგადად აფხაზურ პოლიციას რუსი სამხედროები ყოველთვის ეხმარებოდნენ, მაგრამ ოფიციალურად სამართალდამცავ სტრუქტურაში მხოლოდ აფხაზი პოლიციელები ირიცხებოდნენ.