Thursday, August 14, 2025
No donors. Answerable only to you.

რესპუბლიკელები: საპატრიარქოში ტახტისთვის ორი ძალა იბრძვის

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპატრიარქოში ტახტისათვის გამართულ ბრძოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთმანეთს ორი ძალა უპირისპირდება – მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და მეუფე იაკობის. ეს უკანასკნელი კი, სამნიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ამით, ნათლად იკვეთება ხელისუფლების ინტერესები ეკლესიაზე ზეგავლენის მოპოვებისა. აღნიშნულ თემას რესპუბლიკურ პარტიაში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს, სადაც სამნიძემ აღნიშნა, რომ … Read more

რესპუბლიკური პარტიის „9 მუზა“ არჩევნებში

levan_berdzenishvili„თავს ვგრძნობ აპოლონის მდგომარეობაში, რომელმაც 9 მუზა წარმოადგინა“, – ამ სიტყვებით წარადგინა რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარობის 9 ქალი კანდიდატი ოთხშაბათს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

Read more

„რესპუბლიკელები“ არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს

samnidze
ხათუნა სამნიძის თქმით, “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას (ipn)

რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, „რესპუბლიკელი“ მინისტრები კი თანამდებობებს დატოვებენ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 12 საათზე პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

Read more

„რესპუბლიკელების“ საგანგებო შეხვედრა პრემიერთან 9 საათზე დაინიშნა

ხუთშაბათს 9 საათზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის  მინისტრი, პრემიერს მთავრობის შენობაში უნდა შეხვდნენ. ეს შეხვედრა რესპუბლიკურმა პარტიამ საგანგებო რეჟიმში მოითხოვა მას შემდეგ, რაც ამავე დღის პირველ ნახევარში კვირიკაშვილმა თოფაძე-ხიდაშელის დაპირისპირების მორიგ ესკალაციას საგანგებო და ამჯერად საკმაოდ მწვავე  განცხადება მიუძღვნა, სადაც ორივე დაპირისპირებული მხარე გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრი. ეს განცხადება ბევრმა მიმომხილველმა ირიბად გათავისუფლების … Read more