Thursday, August 14, 2025
No donors. Answerable only to you.

ცხინვალი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით "საზღვარს" კეტავს

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო საზღვარს დროებით კეტავს. გამშვები პუნქტი, რომელიც სოფელ მოსაბრუნთან მდებარეობს (ე.წ. “რაზდახანის” საბაჟო-გამშვები პუნქტი), დღეს საღამოს 8 საათზე ჩაიკეტება და 9 აგვისტოს ადრიან დილით, დაახლოებით 6 საათისთვის  გაიხსნება. “რესპუბლიკის საზღვრებს” ცხინვალის უშიშროების კომიტეტი აკონტროლებს. როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, “საზღვრის” ჩაკეტვა ომის მე-11 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონოსძიებებს უკავშირდება.