„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ყოველთვის ხმას აძლევენ სახელისუფლებო პარტიას, რაც კარგი არ არის. ისინი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. პასიურები არიან თავიანთი უფლებების დაცვის დროსაც,“
„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ყოველთვის ხმას აძლევენ სახელისუფლებო პარტიას, რაც კარგი არ არის. ისინი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. პასიურები არიან თავიანთი უფლებების დაცვის დროსაც,“
ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი ძირითადად აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს უყურებს და მიიჩნევს, რომ მათი პრობლემები ქართულ მედიაში არასაკმარისად შუქდება.
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში ბავშვის სქესის წინასწარ დადგენაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია. მარნეულში მცხოვრებ 31 წლის საქინა ალიევას 5 წლის ბიჭი ჰყავს. ვაჟის გაჩენამდე მან აბორტით ორი გოგონა მოიშორა. საქინა ამბობს, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მეუღლის ზეწოლით მიიღო:
“სასწრაფო დახმარება დროულად რომ მოსულიყო, ჩემი შვილი გადარჩებოდა”, – ამბობს ფაიგა ალიევა. მისი შვილი, სეიმური ავარიაში დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღანლოში 2 თვის წინ მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანა მყისიერად გამოიძახეს. ფაიგა ალიევას თქმით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან საათნახევარში მივიდა.
2 წლის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ულიანოვკას, ხოჯორნს, წერაქვს, ხოხმელსა და ოფრეთს მაღლმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ იქ მცხოვრები მოსახლეობა გარკვეული ფინანსური და სოციალური შეღავათებით სარგებლობს.
21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არჩევნებს უცხო ქვეყანაში ვაკვირდებოდი. ისე მოხდა, რომ იმ უბნებზე აღმოვჩნდი, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები აძლევდნენ ხმას.
„არჩევნებზე ყოველთვის იმ იმედით მივდივართ, რომ იქნებ რაიმე წინსვლა იყოს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. მხოლოდ არჩევნების პერიოდში მოდიან, დაპირებებს იძლევიან და მიდიან,“
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლ ყიზილაჯლოში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობა აცხადებს, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად მიდის, მაგრამ არჩეული კანდიდატებისგან არაფერს ელოდება.
19 წლის ტურალი წელს სკოლას ამთავრებს და აპირებს, უნივერსიტეტში ინტერნეტ ტექნოლოგიები ისწავლოს. პრობლემა კი ისაა, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ძირითადად ქართულ ენაზეა, მან კი ენა კარგად არ იცის. ბევრი მისი თანატოლის მსგავსად ტურალიმ გადაწყვიტა, ერთი წლის განმავლობაში ქართული ისწავლოს, შემდეგ კი სწავლა ბაკალავრიატზე ოთხი წელი განაგრძოს. 150-ზე მეტმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აბიტურიენტმა პარასკევს მოსამზადებელი ზოგადი … Read more