არასამთავრობო ორგანიზაციამ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება პანკისი დატოვოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა“ შესაძლოა პანკისში საქმიანობა შეწყვიტოს. მათი ოფისის დაწვის მცდელობის გამო ფონდი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების მიზნით საკუთარ გეგმებზე უარი თქვას. „ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან გასაუბრება, როგორ მიმართულებას ავიღებთ და როგორ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური პანკისის სათემო რადიოსთან … Read more