დედაქალაქის მერია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილებას, კონკრეტულად კი 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა ძალამ საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნოდ გადახარჯა და მის დაკორექტირებას ახლა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე ცდილობს.
თბილისი
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მეტროსადგურის მშენებლობა 2017-ის მაისში დასრულდება

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 23-ე მეტროსადგურის – „უნივერსიტეტის“ – მშენებლობა 2017 წლის მაისში დასრულდება. ახალ სადგურს სულ 4 ამოსასვლელი ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.
სიძვირის გამო თბილისში ტრამვაის აღდგენა უახლოეს მომავალში არ იგეგმება

თბილისში ტრამვაის აღდგენაზე ამ ეტაპისთვის მერია არ მუშაობს და ეს საკითხი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება. ამის შესახებ DFWatch-ს დედაქალაქის მერიაში უთხრეს და ისიც აღნიშნეს, რომ უწყებაში ეს საკითხი არც განუხილავთ და არც რაიმე პროექტი შეუმუშავებიათ.