
ევროკავშირმა თურქეთთან, საქართველოსთან, უკრაინას ა და კოსოვოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პუნქტი შეიტანოს, რომელიც ბრიუსელს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის სწრაფად აღდგენის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გაზეთ Die Welt-ის საკვირაო გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.