„საქართველოს საკითხი დღის წესრიგით არ იქნა გათვალისწინებული, “-ვიზალიბერალიზაციის გადადებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება.
მისივე თქმით, გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული.
ასოცირების შეთანხმებით საქართველომ 2017-20 წლებში ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ზომები უნდა გაატაროს
ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ერთ-ერთია იმ მრავალ ვალდებულებათაგან, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო. ეს 2020 წლამდე ისეთი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელთა საშუალებითაც საქართველოს მოსახლეობას (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ბევრად სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლება. სპეციალისტები კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. შესაბამისად, თუკი გვინდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, თითოეული მათგანის გადაჭრაზე … Read more