Sunday, August 17, 2025

დევნილებისთვის ბინების თანადაფინანსების პროგრამაში 950 განაცხადია შესული

თბილისში რეგისტრირებული დევნილების თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის, სამინისტროში 950 განცხადება შევიდა. როგორც DFWatch-ს სამინისტროში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში განაცხადების შეფასება და შესაბამისი ქულების მინიჭება დაიწყება. საქმე ეხება, ახალ პროექტს, რომლის თანახმადაც 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. პროგრამაში მოანწილეობისთვის ერთ-ერთ აუცილებელი პირობაა, ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი 40 … Read more

დევნილებისთვის ბინების გადაცემისას შეიძლება ხანდაზმულობის საკითხი გაითვალისწინონ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებთ, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების შეფასების კრიტერიუმებში ხანდაზმულობის გათვალისწინების საკითხი განიხილება. როგორც DFWatch-ს მინისტრმა უთხრა, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1,9 მილიარდი დაჭირდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ მიმდინარეობს ეტაპობრივი დაკმაყოფილება, შესაბამისი კრიტერიუმებით. „ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. … Read more

დევნილების ბინებით უზრუნველყოფის კრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს

დევნილთა, შრომისა და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შეთანხმების შემთხვევაში მზადაა დევნილებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმებს გადახედოს. როგორც DFWatch-ს სამშაბათს სამინისტროში უთხრეს, მინისტრმა ამის შესახებ დევნილების ერთ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა სამინისტროში ამ საკითხის დეტალებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ დეტალები მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება. სერგეენკოს თქმით, ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი … Read more