Wednesday, August 13, 2025
No donors. Answerable only to you.

გალელ ბავშვებს ისევ აიძულეს „გამარჯვება” ეზეიმათ, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით

გალის სკოლებში, გამარჯვების დღე, წინა წლებთან შედარებით, მოკრძალებულად აღინიშნა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ე.წ. საზეიმო ღონისძიება ყველა სკოლაში გაიმართა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ყოველგვარი კონტროლისა და დავალების გარეშე ჩაიარა. „წინა წელს, საგანგებო დავალებები გაიცა სკოლებზე თუ როგორ უნდა აღენიშნათ „გამარჯვების დღე“. რაღაც ღონისძიებას ამ დღეს სულ ვმართავთ, მაგრამ საგანგებო მითითებით არა. შარშან ჩამოუარეს სკოლებს დე … Read more

კორუფცია „საზღვარზე“ – რა ღირს ენგურის ხიდზე გადასვლა

დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა, ბიზნესად აქცია. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, „საზღვარზე“ გადასვლა არაოფიციალურად ყველას შეუძლია, ვინც ფულს იხდის. „ოფიციალურად ჩაკეტილია 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის, თუმცა რეალურად შეზღუდვა არ მოქმედებს. ვისაც გადასვლის სურვილი აქვს, იხდის 50 ლარს და ჩვეულებრივ გადადის. შეიძლება ყოველ დღე ვერ გადახვიდე, მაგრამ თუ საქმეს ჭირდება, უნდა გადაიხადო“, – უთხრა … Read more

რას ამბობენ გალელები დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე

9 ოქტომბერს სოხუმში ხელმეორედ არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები „არჩევნების“ შედეგს არ აღიარებენ, სოხუმის სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის სარჩელი, მეორე ტურის გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ხელმეორედ დაიკავებს. ორ კანდიდატს შორის დავას, შორიდან ადევნებდა თვალს გალის მოსახლეობა და … Read more

რუსეთმა გალში „რბილი ძალა“ გააქტიურა – ხალხს რუსული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნას ჰპირდებიან

ორგანიზაციის „ევრაზიის სახალხო კავშირი“ თავმჯდომარე ტატიანა პოლოსკოვა გალში, რომელიმე რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან გალის რაიონის ერთ-ერთ ქართულ სკოლაში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლებისთვის თანაბარი პირობები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გალელებისთვის უფასო კვოტები, კარგი იქნებოდა რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გალში გახსნა. ზოგს არ შეუძლია სახლისგან შორს, … Read more

სოხუმის სასამართლომ კვიცინიას სარჩელი უარყო – ხაჯიმბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტია

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ პარასკევს არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც მეორე ტურის შედეგების გაუქმებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კვიცინიას მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, უკვე ნათელი ხდება, რაულ ხაჯიმბამ არჩევნები მოიგო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მან ხმების 47,39% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ალხაზ კვიცინიამ კი სულ რაღაც … Read more

გალის სკოლებში სწავლა "სიურპრიზების" გარეშე დაიწყო

გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესი დაიწყო. ოფიციალურად, სასწავლო წელი 2 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ეს დღე მთლიანად სადღესასწაულო ღონისძიებებს დაეთმო, უშუალოდ სასწავლო პროცესი კი 3 სექტემბერს განახლდა. როგორც DFWatch-თან საუბარში გალელი მასწავლებლები აცხადებენ, მიმდინარე სასწავლო წელს დე ფაქტო განათლების სამინისტროსგან ჯერ არანაირი ახალი შეზღუდვა არ მიუღიათ. “ქართული ისედაც როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება, სხვა სახის რამე … Read more

რა გზავნილებით მიმართავენ გალელებს „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ კანდიდატები

დღეს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს გალის ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აფხაზური პასპორტები გაუუქმდა და საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო, „აფხაზური კანონით“ ახლის აღება ეკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ გალი საარჩევნო პროცესებიდან თითქმის სრულად ჩამოშორებულია, დე ფაქტო პრეზედენტების წინასაარჩევნო შეხვერებზე მათი საკითხი მაინც მწვავედ იდგა. კერძოდ, ოპოზიციური კანდიდატი, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ … Read more

აფხაზეთიდან გადმოსვლაზე შეზღუდვა ისევ მოქმედებს, თუმცა ქრთამი ოკუპირებულ ტერიტორიასაც ანათებს

გალის დე ფაქტო საზღვარზე მიმოსვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღდგენილა, თუმცა ქრთამით მანც შესაძლებელია. როგორც DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრებმა განუცხადეს, ქრთამის ოდენობა 1 000 რუსული რუბლიდან (45 ლარი) იწყება. „18-დან 60 წლამდე კაცებს გადასვლა ეკრძალებათ, შემოსვლა არა. თუმცა ვისაც გადასვლა უნდა, იხდის ფულს და ჩვეულებრივად გადადის. დღემდე გაუგებარია რატომ დარჩა მსგავსი შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია რომ … Read more

მოსამზადებელი პროგრამით სტუდენტი გახდა 137 აბიტურიენტი გალიდან და 2 ცხინვალის რეგიონიდან

სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი. „დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი … Read more

სოხუმის რეჟიმის „რბილი ძალის“ მცდელობები – 5 წლის შემდეგ „მოქალაქეობის“ პერსპექტივა და ავტობუსი კვირაში ორჯერ

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია სოხუმის უნივერსიტეტში ჩარიცხულ გალელ სტუდენტებს შეხვდა. დაინტერესდა თუ როგორ გაიარეს მისაღები გამოცდები, შემდგომ კი ურჩია, რომ არ დაკმაყოფილდნენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით და მეტი იმუშაონ საკუთარ თავთან. „ჩვენ დროს ინტერნეტი არ იყო და ამ ფორმით ინფორმაციის მოპოვება არ იყო შესაძლებელი. დავდიოდით ბიბლიოთეკებში და ვკითხულობდით მრავალტომიან წიგნებს. რა თქმა უნდა … Read more