გადასახადების შემცირება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, იაფი კრედიტები, რეგულაციების გამარტივება – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დაპირებებისა, რომელსაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამების ეკონომიკურ ნაწილში შეხვდებით.
არჩევნები 2016
ალასანია უშიშროების საბჭოს მდივნად განიხილება?

პოლიტიკიდან დროებით წასული ირაკლი ალასანია შესაძლოა სულ მალე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოჩნდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვაკანტური პოსტზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერს განიხილავს.
ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს განიხილავენ

სულ მალე მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და „ქართული ოცნება“ კულუარებში პარლამენტის თავმჯდომარის შემცვლელსაც აქტიურად განიხილავს. ჯერჯერობით კულუარებში სამ კანდიდატზე – ირაკლი კობახიძეზე, თამარ ჩუგოშვილსა და გია ვოლსკიზეა საუბარი.
„ნაციონალები“ ბოიკოტის გამოცხადებაზე ბჭობენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი მსჯელობაა იმაზე, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი ბოიკოტის მომხრეა, ნაწილი კი საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელებისა. კონკრეტულად ამ ეტაპზე ის განხილვაა, მაჟორიტარების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ თუ არა.