ისევე როგორც პირველ ტურში, საარჩევნო აგიტაცია საპრეზიდენტო კანდიდატებს გალში არც მეორე ტურში უწარმოებიათ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს პლაზმური ტელევიზორები დაურიგეს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს.
თვე: ნოემბერი 2018
რუს სამხედროებს აფხაზეთში ქართულსა და მეგრულს ასწავლიან
ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა განუცხადეს. მათი თქმით, რუსი სამხედროები ამბობენ, რომ სპეციალური კურსები გუდაუთაში ტარდება.
"სოფლები იცლება, ოჯახების უმეტესობაში მხოლოდ ქალები დარჩნენ" – გალიდან იმიგრაცია სახიფათო მასშტაბს იძენს
„მამაჩემიც წაიყვანეთ, მოიწყენს უსაქმურად აქ“, “დარჩა სოფელში ვინმე?“ „ვინც დავრჩით, ისინიც არ ვიქნებით მალე“, „ახლა სახლში კაციც მე ვარ და ქალიც“, „პოლონეთში პატარა გალია“, – ამ სახის კომენტარებს სოციალურ ქსელში უკვე ხშირად მოჰკრავთ თვალს პოლონეთში გამგზავრებული გალელების ფოტოებზე.
ქართულად სწავლების სრულად ამოსაძირკვად გალის სკოლებზე წნეხი ძლიერდება
სოხუმის რეჟიმი გალის ქართულ სკოლებზე კონტროლს ამკაცრებს, ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა უთხრეს. კერძოდ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ეჭვობენ, მიუხედავად იმის, რომ მე-7 კლასამდე მხოლოდ რუსულად სწავლების სწავლება სავალდებულო გახდა, გალის ქართული სკოლები ამ რეგულაციას არ ემორჩილებიან და სწავლების პროცესი კვლავ ძირითადად ქართულად მიმდინარეობს. „რამდენიმე დღის წინ ღია კარის დღე გვქონდა. შემოწმებაზე 50-მდე სტუმარი მოვიდა. … Read more
გალელები ამბობენ, რომ საარჩევნოდ კონტრაბანდაზე არაფორმალურად მწვანე შუქი აუნთეს
გალელები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე არაფორმალურად სიგარეტით ვაჭრობის უფლება მისცა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის შესახებ მათ უშუალოდ სამართალდამცავებისგან შეიტყვეს.
რუსმა სამხედროებმა ატოცის შემდეგ ხურვალეთშიც დაიწყეს ახალი მავთულხლართების გაბმა
რუსი სამხედროები სოფელ ატოცის შემდეგ სოფელ ხურვალეთშიც გამოჩნდნენ რამდენიმე ადგილას დამატებითი მავთულხლართების გასაბმელად.
ამერიკულ ნუმიზმატურ კატალოგზე სოხუმში დიდი ზარ-ზეიმია, თბილისში კი უარყოფენ
აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები ამერიკული გამომცემლობის Krause-ს ნუმიზმატურ კატალოგში მოხვდა.
გალში არჩევნების პირველმა ტურმა პასიური აგიტაციის ფონზე ჩაიარა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კონფლიქტის ზონაში გაცხოველებული აგიტაცია არცერთ პარტიას არ უწარმოებია, ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა უთხრეს.
ცხინვალის რეჟიმმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა.კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

