კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ერთ-ერთ სამსახურში, რომელიც მხოლოდ 2 წელია შეიქმნა და სადაც შრომის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, სულ 9 ადამიანი მუშაობს, მათგან 5 თანამშრომელი კი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ზურაბ ტყემალაძისა და დიმიტრი ხუნდაძის ოჯახის წევრები და ოჯახის მეგობრები არიან. მათ ხელფასებისა და პრემიების სახით 2015 წელს ჯამში 406 073 ლარი აქვთ მიღებული, თითოეულს თვეში დაახლოებით – 3 700 ლარი.
თვე: სექტემბერი 2016
ივანიშვილი: სოციალიზმი, მარქსიზმი კრიმინალური იდეაა
„სოციალიზმის, კომუნიზმის იდეა, საუბედუროდ ეს იყო მცდარი და ამ მცდარ იდეას კიდევ ასეთი მეთოდებით ეწირებოდა ხალხი და რა თქმა უნდა, ესაა შეფასება. თვითონ იდეა არ იყო ჰუმანური. თეორია დაწერილი იყო, მაგრამ მარქსიზმის თანასწორობა კრიმინალური იდეაა, რაც ყველა ქვეყანამ უარყო და ყველა ქვეყანაში, სადაც ის იყო, უაღრესად ცუდი გამოვლინება ჰპოვა,“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა გორში შიდა ქართლის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, რომელიც GDS-ის ეთერით გადმოიცა.
„უნიჭო მონტაჟი“ – „ნაციონალების“ შეფასება ფარულ ჩანაწერზე
„სახელმწიფო გადატრიალების გეგმა!“ – ამ სახელწოდებით ინტერნეტსივრცეში სამშაბათს დილით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც თითქოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არჩევნებისას რევოლუციურ სცენარს განიხილავენ, თავად ჩანაწერში მონაწილე ყველა პირი მონტაჟს უწოდებს.
„ოცნებამ“ წინასაარჩევნო აქცია გადაიფიქრა, „ნაციონალები“ – 2-ში თბილისში იკრიბებიან
„ჩვენი მხრიდან აქცია დაანონსებული არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ჩვენი მთავარი აქცია 8 ოქტომბერს იქნება, როცა მილიონი მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან მხარს „ქართულ ოცნებას” დაუჭერს,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს თბილისში დიდი შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქციის გამართვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დაანონსა და იქვე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელია, „ოცნებისგანაც“ მოითხოვა აქციის თარიღის დროულად დასახელება.
საქართველოს გავლით ირანი-ბულგარეთის მარშრუტზე მუშაობა დაიწყო, აცხადებენ რკინიგზაში

ირანიდან ევროპისაკენ სარკინიგზო სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული.
პენსიები პარტიების საარჩევნო პროგრამებში
პენსიები ის თემაა, რაზეც დაპირებებსაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები ყველაზე მსუყედ გასცემენ. მათი უმეტესობა პენსიის მომატების პირობას დებს. ზოგიერთი, უფრო თამამი პარტია, ხალხს ამის გაკეთებას 2016-2017 წლებშივე ჰპირდება. ზოგიერთი პარტია კი პენსიის გაზრდაზე არ საუბრობს და მხოლოდ სისტემის რეფორმას მიიჩნევს საჭიროდ. მათი უმეტესობა დაგროვებით სისტემაზე გადასვლას გეგმავს, თუმცა ვადასთან და დეტალებთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ამბობს. „ქართული … Read more
ომბუდსმენის მიერ დასჯილი თანამშრომელი სასამართლომ გაამართლა
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ძვირადღირებული მანქანების შესწყიდვის გასაჯაროვების გამო გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ილია ჭანტურიამ ომბუდსმენის აპარატს დავა მოუგო და სასამართლომ ომბუდსმენს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
სასამართლომ გელაშვილის ცემაზე მერაბიშვილსა და კოდუას განაჩენი გამოუტანა
პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. 2-წლიანი განხილვების შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ხუთშაბათს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, კოდუას და სირაძეს კი 9 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია კვლავ გადაიდო
„საქართველოს საკითხი დღის წესრიგით არ იქნა გათვალისწინებული, “-ვიზალიბერალიზაციის გადადებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება.
მისივე თქმით, გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული.
ბურჭულაძის პარტიას წევრები ისევ მასობრივად ტოვებენ
პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წყალტუბოში ხუთშაბათს დილით 30- მდე ადამიანმა დატოვა, ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს კი პარტიის შტაბი ყველა, 60-ვე წევრმა დატოვა მესტიაშიც.