„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო აგიტაციის დროს კონტრაქციების თაობაზე ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი ოთხშაბათს დილით გაასაჯაროვა და როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დოკუმენტი ხელმოსაწერად მალე პარტიებს გადაეგზავნებათ. ხოლო თუ ვინმე მემორანდუმს არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმისა, ვის რა ზრახვები ამოძრავებს.
თვე: სექტემბერი 2016
ბათუმში 3 წლის უკრაინელი გოგონას გადარჩენისას ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა
ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში, საოჯახო ტიპის სასტუმროს ეზოში მდებარე აუზში ოთხშაბათს დილით 11 საათზე 3 წლის გოგონა ჩავარდა, მის დასახმარებლად კი აუზში მამა და 22 წლის მამაკაცი ჩავიდნენ, რა დროსაც სამივე მათგანს დენმა დაარტყა.
პროკურატურა: 26 მაისის დარბევაზე კუდ-ს თითქმის მილიონამდე პრემია მისცეს
პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა და, ვანო მერაბიშვილის შემდეგ, აქციის დარბევასა და მომიტინგეების მასობრივი დაკავების ფაქტზე ბრალდებულად კიდევ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი ცნო – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ–ი) ყოფილი დირექტორი დავით (დათა) ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.
ბურჭულაძე – ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც მხარს გვიჭერენ
„ზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ–ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას,“- ამის შესახებ ”პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა სასტუმრო „რედისონში“ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პარტიის წევრების მიმართ წნეხსა და თვალთვალზე საუბრის გარდა პაატა ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. მან ექსპრეიერს მატყუარა უწოდა და უსაფუძვლო პირადი შეურაცხყოფისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოითხოვა: „ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა“.
„ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთმანეთს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ
„ქართული ოცნება“ მორიგ პროვოკაციაში კვლავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. ამჯერად, ცეცხლასროლი იარაღით დაგეგმილ პროვოკაციაზეა საუბარი და როგორც მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, „ნაციონალების“ სამი აქტივისტი კვირას გამთენიისას იარაღით შევიდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში, საბურთალოს რაიონში.
პარტიების საარჩევნო პროგრამები
პოლიტიკურ პარტიებს ტრადიცია არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დაურღვევიათ – საარჩევნო პროგრამისათვის დიდი მნიშვნელობა არც ამჯერად მიუნიჭებიათ.
ალასანიას პარტია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო ქცევაზე მემორანდუმი მათი იდეაა და არა კვირიკაშვილის
„თავისუფალი დემოკრატები“ ამტკიცებენ, რომ არჩევნების კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური მემორანდუმის გაფორმების იდეა მათ ეკუთვნით და არა პრემიერ–მინისტრს.
11 ადამიანი თბილისში გაზით მოწამვლას უჩივის
ოთხშაბათს, თბილისის ქუჩებში არსებული გაზის მკვეთრ სუნის გამო, რომელიც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მტკიცებით, სრულიად უსაფრთხო იყო, 11 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.
ორი ქართველი მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონი გახდა
13 სექტემბერს თბილისში დაწყებულ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გიორგი შოთაძე (50 კგ წონით კატეგორიაში) და ლერი აბულაძე (54 კგ წონით კატეგორიაში). ლერი აბულაძე 2014 წლის ვერცხლის პრიზიორიცაა.
