კვირა, დეკემბერი 14, 2025

„მაესტრომ“ ყველა ბიზნეს-გადაცემა გააუქმა, 32 თანამშრომელი ფაქტობრივად გათავისუფლებულია

Maestro_logoტელეკომანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ბიზნეს გადაცემების ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის შემდეგ, ხელშეკრულება გადაცემის ყველა, 32-ივე თანამშრომელს შეუჩერდა. ამის შესახებ DFWatch-ს „მაესტროს“ ბიზნეს გადაცემების პროდიუსერმა, თამუნა ქემერტელიძემ უთხრა.

Read more

Maroon 5-ის კონცერტზე ბათუმის სასტუმროები გადავსებულია

maroonბათუმში 5-8 ივნისისთვის, როცა პროექტ checkingeorgia-ს ფარგლებში  პოპულარული ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტია დაგეგმილი, სასტუმროების ფაქტობრივად ყველა ნომერი უკვე დაჯავშნულია. 

Read more

პროკურატურა კორცხელის ინციდენტზე ბრალდებულთათვის გირაოს მოითხოვს 

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შსს–ს მიერ კორცხელის ინციდენტში 6 პირის ბრალდებულად ცნობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურა დღეს ამ პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართავს. „ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სს დევნა. კონკრეტულად 6 პირი არის პასუხისგებაში მიცემული, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად ჩადენილს ხულიგნობას გულისხმობს. სავარაუდოდ, დღეს პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის … Read more

მარგველაშვილი: „ქართულ ოცნებაში“ არის თავქარიანი, „მოძველბიჭო“ დაჯგუფება

margvelashvili ajara tvპრეზიდენტის განცხადებას იმაზე, რომ კორცხელში 22 მაისს მომხდარი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნების რეპეტიცია იყო და მას აქვს ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება“, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი სისტემა გადმოიფორმა“, მთავრობის წევრების საპასუხო განცხადებები მოჰყვა იმაზე, რომ არც ერთი „ძველი ბიჭი“ მათთან არ მუშაობს.

Read more

შსს-მ კორცხელის ინციდენტზე სპორტსმენებს ბრალი წარუდგინა, გეგეშიძეს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება

10-დღიანი გამოძიების შემდეგ შსს–მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა. მათგან ერთს – ვლადიმერ გეგეშიძეს, ბერძნულ–რომაული სტილში მოჭიდავესა და საქართველოს ნაკრების წევრს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავდამსხმელთა ჯგუფის ხელმძღვანელად ასახელებდა, 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 22 მაისს შსს–ს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სსკ–ის 125-ე ცემის მუხლით, ზუგდიდის … Read more

თბილისის ზოოპარკს 22 ახალი ცხოველი შეემატა


თბილისის ზოოპარკმა გერმანიისა და ბელგიის ზოოპარკებისგან საჩუქრად 22 ახალი ცხოველი  მიიღო. ისინი თბილისში ორშაბათს, გამთენიისას ჩამოიყვანეს. საუბარია 7 სამხრეთამერიკულ კოატიზე, 2 ინდურ მაჩვზღარბასა და 10 ზოლებიან მანგუსტზე, რომლებიც გერმანიის დუისბურგის ზოოპარკიდან გამოგზავნეს. 3 ლურჯი გნუ კი ბელგიიდან ჩამოიყვანეს.

Read more

სოხუმში ფეხბურთის „მსოფლიო ჩემპონატს“ ატარებენ

Abkhazia
“ჩემპიონატის” გახსნის ცერემონიალი (facebook)

სოხუმში დიდი ზეიმია. შაბათს, 28 მაისს სტარტი აიღო 12 არაღიარებული რეგიონისა და სახელმწიფოს გარეშე ხალხების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა – CONIFA, რომელიც 5 ივნისამდე გაგრძელდება და ეს მოვლენა ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ერთ კვირაზე მეტია მედიისა და სოციალური ქსელების მთავარ განსახილველ თემადაა გადაქცეული.

Read more