კვირა, ოქტომბერი 11, 2026

შსს-მ კორცხელის ინციდენტზე სპორტსმენებს ბრალი წარუდგინა, გეგეშიძეს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება

Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300
Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300

10-დღიანი გამოძიების შემდეგ შსს–მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა. მათგან ერთს – ვლადიმერ გეგეშიძეს, ბერძნულ–რომაული სტილში მოჭიდავესა და საქართველოს ნაკრების წევრს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავდამსხმელთა ჯგუფის ხელმძღვანელად ასახელებდა, 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 22 მაისს შსს–ს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სსკ–ის 125-ე ცემის მუხლით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

აღნიშნულ სს საქმეზე, 24 მაისს, შს სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინციდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო–სამედიცინო და ფიზიო–ტექნიკური ექსპერტიზები.

შემდეგ შსს–მ მუხლი გადააკვალიფიციურა შედარებით მძიმე – ხულიგნობის ბრალდებაზე.

უწყება განმარტავს, რომ 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. რაც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-საათამდე ან გამოსასწორებელ შრომას 2-წლამდე ან პატიმრობას 2-დან 5-წლამდე.

ხოლო ვლადიმერ. გ–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ–ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ისჯება 4-დან 7-წლამდე პატიმრობით.

ჯერჯერობით, არც ერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

აღსანიშნავია ის, რომ შსს-ს მიერ ჩამოთვლილ პირთა დიდი ნაწილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინციდენტის დღესვე დაასახელა და გაავრცელა კიდეც კადრები, სადაც ეს პირები მათი პარტიის წევრებს – გიგა ბოკერიას, ნიკა მელიასა და თენგიზ გუნავას დაესხნენ თავს.

მათი მტკიცებით, სპორტსმენების  ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ვლადიმერ გეგეშიძე – ბერძნულ–რომაული სტილში მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი და კობა ტყეშელაშვილი. დღეს ორივე მათგანს ბრალდება წარდგენილი აქვს.

 

Sign up for our weekly briefing

News, background and opinion from an independent, non-donor-funded outlet.

Leave a Comment

Support our work