პარლამენტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილის აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ ის პოლიტიკურ ლიდერად გააქტიურდება, მანამდე კი პარტიის სახელით პოლიტიკაზე ვერ ილაპარაკებს.
თვე: ივნისი 2016
ახალი ამნისტიით 116 ხანდაზმული პატიმარი და ბრალდებული გათავისუფლდება
პარლამენტმა „ამნიისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით, 77 ხმით დაამტკიცა , რაც ნიშნავს, რომ გათავისუფლდებიან ხანდაზმული პატიმრები, კერძოდ კი, 65 წელს ზევით ასაკის ქალები და 70-ს გადაცილებული მამაკაცები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს.
მერაბიშვილსა და უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ
ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში გადაყვანაზე უარი ეთქვათ. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ორშაბათს, 27 ივნისს გამოაცხადა. მოთხოვნაზე უარის თქმის არგუმენტი ისაა, რომ ორივე მაღალჩინოსანი ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები.
Employees of Imedi TV call news chief's replacement 'unacceptable'

TBILISI, DFWatch–The head of the news division at Imedi TV was unexpectedly replaced on Thursday.
News chief Maia Tabagari was moved to a post as consultant to the general director, while journalist Nino Lezhava (pictured) was brought in as her replacement,
„კანონიერ ქურდს“, რომლის ამბავსაც შსს „ოდესელების პროვოკაციას“ უწოდებს, პატიმრობა შეეფარდა
ე. წ. კანონიერ ქურდს დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას, მეტსახელად „სვანი“, რომელთან დაკავშირებული პროცესებიც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ოდესელების პროვოკაციად“ შეაფასა და რომლის დაკავების მიზნითაც 22 ივნისს, ოთხშაბათს ჩატარებული ეფექტური ღონისძიებებისთვის შს მინისტრს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს, მადლობა გადაუხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
საკადრო ცვლილებები ტელეკომპანია „იმედში“
ტელეკომპანია „იმედში“ ყველასთვის მოულოდნელად საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა. ახალმა უფროსმა ჟურნალისტებთან პირველი თათბირი უკვე ჩაატარა.
პარლამენტმა „სექსუალური შევიწროვების შესახებ“ კანონი არ მიიღო
პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც სექსუალური შევიწროვება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცხადდებოდა როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ.), ისე შრომითი ურთიერთობისას (სამსახურში) და რომლის ბრალდებითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შს სამინისტროში 50-მდე, სახალხო დამცველის აპარატში კი ორი განცხადებაა შესული.
შსს ამბობს, რომ უკრაინამ კანონიერი ქურდის შესახებ არ აცნობა
ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი მეტსახელად „სვანი“, რომელიც 18 ივნისს ოდესიდან გამოაძევეს და რომელმაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა და აეროპორტი ისე დატოვა, რომ არ დაუკავებიათ, 22 ივნისს, ოთხშაბათს, საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. ამის შესახებ, ოთხშაბათს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
პროკურატურის ცნობით, ეროსი კიწმარიშვილმა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მოიკლა თავი
ტელე-კომპანია „რუსთავი 2″ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიპლომატისა და პოლიტიკოსის, ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვის საქმის გამოძიება დაასრულა. როგორც ოთხშაბათს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა რომელიმე სხვა პირს ჩაედინა.
რატომ დაიბარეს გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში?
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე დღეს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაბარებული. როგორც მისი გამოძახების უწყებაშია (რომელიც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე თავად თარგამაძემ გაასაჯაროვა) აღნიშნული, თარგამაძე გამოკითხვაზე მის მიერ კვირას, 19 ივნისს გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, რომლის მიხედვითაც „ე.წ. კანონიერი ქურდმა, დათო გერლიანმა (დათო სვანი) საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ არ დაუკავებიათ“.