
სოფელ ფონიჭალას შიიტური მეჩეთის ეზოში ახალგაზრდა ბიჭის დიდი ფოტოსურათია გამოკრული წარწერით: „შენი სისხლი ვაჰაბიტებს აღგვის ამ მიწიდან“. ფოტოსურათი სულ ახლახან, 28 დეკემბერს მოკლული 22 წლის ფიქრათ ახმედოვისაა.

სოფელ ფონიჭალას შიიტური მეჩეთის ეზოში ახალგაზრდა ბიჭის დიდი ფოტოსურათია გამოკრული წარწერით: „შენი სისხლი ვაჰაბიტებს აღგვის ამ მიწიდან“. ფოტოსურათი სულ ახლახან, 28 დეკემბერს მოკლული 22 წლის ფიქრათ ახმედოვისაა.
პოლიციის შესახებ კანონპროექტში საკამათო ხდება მუხლი, რომელიც ფარულ პატრულირებას გულისხმობს. კრიტიკის საგანია კონკრეტულად ის, რომ პოლიციას შეეძლება ავტომობილზე, რომელსაც არ ექნება ამომცნობი ნიშნები, ფარული ვიდეოკამერა დაამონტაჟოს, ასე ფარულად დააფიქსიროს დარღვევები და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდეს დამრღვევი პირის დაჯარიმება.
ძმებ გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად დანიშნეს, კომპანიაში სავარაუდოდ ხვალ მივა. ძმებ გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად დანიშნეს, კომპანიაში სავარაუდოდ ხვალ მივა. როგორც კორძახიამ DFWatch-ს განუცხადა, ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრში სამუშაო დღის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, დაჩქარებული … Read more
მგზავრთა ნაკადის განუხრელი ზრდის გამო, რამაც გასულ წელს 1,8 მილიონს გადააჭარბა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. გეგმა უკვე მუშავდება და სულ მალე დეტალებიც ცნობილი გახდება.
ბავარიის ქალაქ ერლანგენში, ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ პენსიონერი ცოლ-ქმრის სახლი იმ დროს გაქურდა, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ. დაზარალებულების თქმით, მძარცველებმა სახლიდან 300 ევრო და 10 000 ევროს ღირებულების სამკაული გაიტანეს. გერმანული პრესის ცნობით, ეს ერთ-ერთია იმ ათასზე მეტი დანაშაულიდან, რომელსაც ქართველები გერმანიაში ყოველწლიურად სჩადიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 მარტიდან 4 თვის განმავლობაში დღის გარკვეულ საათებში დაიკეტება, ჩანიშნული ფრენები კი ან გაუქმდება ან ღამის საათებისთვის გადაიდება.
წინასწარი ინფორმაციით აეროპორტი დაიკეტება:
1 მარტიდან 26 მარტამდე: დილის 09:30-საათიდან შუა დღის 03:00-საათამდე.

ტელეკომპანია „მაესტროში“ დაცვა გაძლიერებულია და ძმები გაჩეჩილაძეების შენობაში შეშვებას მათ მიერ უკვე გადაყენებული გენდირექტორი არ აპირებს. პარალელურად კი „მაესტროს” დამფუძნებლების ნაწილმა ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად, ახალი ტელეკომპანიის – “მაესტრო 24”-ის მაუწყებლობა იგივე ლოგოთი დაიწყო.

პარლამენტის დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რელიგიური სიწმინდეებისა და ორგანიზაციების, ღვთისმსახურებისა და მორწმუნეთა მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება/ ჩვენება, რაც “მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას”, 300 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, 600 ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში მწიფდება კამათი თემაზე, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. შემუშავებულია კანონპროექტიც, რომელსაც მომხრეები დეპუტატებშიც ჰყავს, თუმცა მისი ინიცირებისათვის საჭირო 76 ხმის მოგროვება პარლამენტში ჯერ მაინც ვერ მოხერხდა.