ოთხშაბათი, მაისი 27, 2026

თბილისის აეროპორტი 4 თვით დღის საათებში დაიკეტება

tbilisi international airportთბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 მარტიდან 4 თვის განმავლობაში დღის გარკვეულ საათებში დაიკეტება, ჩანიშნული ფრენები კი ან გაუქმდება ან ღამის საათებისთვის გადაიდება.

წინასწარი ინფორმაციით აეროპორტი დაიკეტება:

1 მარტიდან 26 მარტამდე:  დილის 09:30-საათიდან  შუა დღის 03:00-საათამდე.

27 მარტიდან 1  ივლისამდე: დილის 10:30-საათიდან საღამოს 08:00-საათამდე.

ამ ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაა.

ავიაკომპანიები, რომლებიც ამ პერიოდში ახორციელებდნენ ფრენას, თავად გადაწყვეტენ, გააუქმონ რეისები თუ სხვა დროისთვის გადადონ.

 

Sign up for our weekly briefing

News, background and opinion from an independent, non-donor-funded outlet.

Leave a Comment

Support our work