შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია თუ რას ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებში ცვლილებები და რატომ გახდა ე.წ. ფარული პატრულირება აუცილებელი. საუბარია ცვლილებაზე, რომელიც პოლიციის შესახებ კანონპროექტში უნდა შევიდეს და მისი ინიციატორია შსს.
DFWatch staff
მკვლელობა ორად გახლეჩილ სოფელში. შიიტები და სალაფიტები დანაშაულის ორ ვერსიაზე საუბრობენ

სოფელ ფონიჭალას შიიტური მეჩეთის ეზოში ახალგაზრდა ბიჭის დიდი ფოტოსურათია გამოკრული წარწერით: „შენი სისხლი ვაჰაბიტებს აღგვის ამ მიწიდან“. ფოტოსურათი სულ ახლახან, 28 დეკემბერს მოკლული 22 წლის ფიქრათ ახმედოვისაა.
Different versions of murder tell of divide in mixed Shia Sunni village
შეეძლება თუ არა პოლიციას ფარული პატრულირება
პოლიციის შესახებ კანონპროექტში საკამათო ხდება მუხლი, რომელიც ფარულ პატრულირებას გულისხმობს. კრიტიკის საგანია კონკრეტულად ის, რომ პოლიციას შეეძლება ავტომობილზე, რომელსაც არ ექნება ამომცნობი ნიშნები, ფარული ვიდეოკამერა დაამონტაჟოს, ასე ფარულად დააფიქსიროს დარღვევები და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდეს დამრღვევი პირის დაჯარიმება.
ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროში“ ხვალ მივა
ძმებ გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად დანიშნეს, კომპანიაში სავარაუდოდ ხვალ მივა. ძმებ გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად დანიშნეს, კომპანიაში სავარაუდოდ ხვალ მივა. როგორც კორძახიამ DFWatch-ს განუცხადა, ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრში სამუშაო დღის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, დაჩქარებული … Read more
თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება
მგზავრთა ნაკადის განუხრელი ზრდის გამო, რამაც გასულ წელს 1,8 მილიონს გადააჭარბა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. გეგმა უკვე მუშავდება და სულ მალე დეტალებიც ცნობილი გახდება.
ქართველები წელიწადში ათასზე მეტ დანაშაულს სჩადიან – გერმანული პრესა
ბავარიის ქალაქ ერლანგენში, ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ პენსიონერი ცოლ-ქმრის სახლი იმ დროს გაქურდა, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ. დაზარალებულების თქმით, მძარცველებმა სახლიდან 300 ევრო და 10 000 ევროს ღირებულების სამკაული გაიტანეს. გერმანული პრესის ცნობით, ეს ერთ-ერთია იმ ათასზე მეტი დანაშაულიდან, რომელსაც ქართველები გერმანიაში ყოველწლიურად სჩადიან.
თბილისის აეროპორტი 4 თვით დღის საათებში დაიკეტება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 მარტიდან 4 თვის განმავლობაში დღის გარკვეულ საათებში დაიკეტება, ჩანიშნული ფრენები კი ან გაუქმდება ან ღამის საათებისთვის გადაიდება.
წინასწარი ინფორმაციით აეროპორტი დაიკეტება:
1 მარტიდან 26 მარტამდე: დილის 09:30-საათიდან შუა დღის 03:00-საათამდე.
„მაესტროს“ ახალ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებულებმა „მაესტრო 24“ სხვა არხზე აამუშავეს

ტელეკომპანია „მაესტროში“ დაცვა გაძლიერებულია და ძმები გაჩეჩილაძეების შენობაში შეშვებას მათ მიერ უკვე გადაყენებული გენდირექტორი არ აპირებს. პარალელურად კი „მაესტროს” დამფუძნებლების ნაწილმა ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად, ახალი ტელეკომპანიის – “მაესტრო 24”-ის მაუწყებლობა იგივე ლოგოთი დაიწყო.
რას გულისხმობს კანონპროექტი "რელიგიის შეურაცხყოფაზე"

პარლამენტის დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რელიგიური სიწმინდეებისა და ორგანიზაციების, ღვთისმსახურებისა და მორწმუნეთა მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება/ ჩვენება, რაც “მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას”, 300 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, 600 ლარით დაჯარიმდება.
