პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

პრემიერი: კოალიცია მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული

თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციურ ფორმატში გავა, ის მკაფიო მიზნების გარშემო იქნება გაერთიანებული, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  პარასკევს მთავრობის სხდომაზე.  ამასთანავე, მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის „მნიშვნელოვანწილად განახლდება“. პრემიერმა ხუთშაბათს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელებთან“ ორპარტიულ, სტრატეგიულ თანამშრომლობას აპირებს . თუმცა რას … Read more

რესპუბლიკური პარტია კოალიციაში, ხიდაშელი კი თავის პოსტზე რჩება

davit_usupashvili_Cropრესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრის მიზეზი კი პრემიერის განცხადება გახდა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს, „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“, პრობლემის კოალიციის შიგნით განხილვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა.

Read more

პრემიერ-მინისტრის გაფრთხილება: დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო

giorgi_kvirikashvili2მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა მმართველ კოალიციაში თავისი ნომინალური მოკავშირე რუსეთის ინტერესების გატარებასა და სტალინიზმში დაადანაშაულა, დაპირისპირებამ ისეთი ფორმა მიიღო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამას საგანგებო განცხადება მიუძღვნა, სადაც ორივე მხრეს აკრიტიკებს, განსაკუთრებით თინა ხიდაშელს.

Read more

„რესპუბლიკელების“ საგანგებო შეხვედრა პრემიერთან 9 საათზე დაინიშნა

ხუთშაბათს 9 საათზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის  მინისტრი, პრემიერს მთავრობის შენობაში უნდა შეხვდნენ. ეს შეხვედრა რესპუბლიკურმა პარტიამ საგანგებო რეჟიმში მოითხოვა მას შემდეგ, რაც ამავე დღის პირველ ნახევარში კვირიკაშვილმა თოფაძე-ხიდაშელის დაპირისპირების მორიგ ესკალაციას საგანგებო და ამჯერად საკმაოდ მწვავე  განცხადება მიუძღვნა, სადაც ორივე დაპირისპირებული მხარე გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრი. ეს განცხადება ბევრმა მიმომხილველმა ირიბად გათავისუფლების … Read more

ხიდაშელი : თოფაძის უკან მდგარი ძალები, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ

tina_khidasheli„ეს არის კამპანიური მოქმედება, ამის უკან დგანან ძალები, თუმცა ეს ძალები უნდა ვეძებოთ არა კოალიციაში , არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ეს ძალები იმ კამპანიაში უნდა ვეძებოთ, რომელიც ქვეყანაში გააქტიურებულია  და რომელიც ყველაფერს აკეთებს  რომ  ქვეყნის კურსი შეიცვალოს,“-  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გოგი თოფაძის მიერ რესპუბლიკურ პარტიის და პირადად მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, “რუსთავი 2”-ის გადაცემა „არჩევანში“ თქვა.

Read more

ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარედ კახა გოგოლაშვილი აირჩიეს

Kakha Gogolashvili2
Kakha Gogolashvili

საქართველოს ეროვნული პლატფორმის ახალი თავმჯდომარე  „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი კახა გოგოლაშვილი გახდა. მან ამ პოსტზე ლაშა ტუღუში შეცვალა, რომელსაც თავმჯდომარეობის მაქსიმალური, 2-წლიანი, ვადა ამოეწურა. ამ პოსტზე  გოგოლაშვილის კონკურენტი „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა იყო.

Read more

ხვალ ბრიუსელი საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ოფიციალურ აქტს გამოაქვეყნებს

visa_passport_2“ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.

Read more

თავდაცვის მინისტრი დაკითხვისთვის მზადაა

tina_khidasheliვისაც უნდა დამკითხოს, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე, – ამის შესახებ კრწანისის სასწავლო ცენტრში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამბობს, რომ მისი მხრიდან ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია.

Read more

მეჭიაური: საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება

„საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას, ყველაფერს ფობიას ეძახიან,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა სამშაბათს ჟურნალისტებთან ადიგენში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.  “საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, ანუ უმრავლესობის – ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის. შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას, ყველაფერს ფობიას ეძახიან.   მართლმადიდებლების უფლებებიც იზღუდება, რადგან მთელი რიგი მცირერიცხოვანი … Read more

ქართული ქვევრი გაეროს ჟენევის ოფისში განთავსდება

pitchers_by_grishmisha
(DFWatch)

ჟენევაში, გაეროს ოფისის ეზოში პირველი მარტიდან ქართული ქვევრი განთავსდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველო ორგანიზაციის ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.

Read more