პრეზიდენტის განცხადებას იმაზე, რომ კორცხელში 22 მაისს მომხდარი ინციდენტი ოქტომბრის არჩევნების რეპეტიცია იყო და მას აქვს ეჭვი, რომ „მმართველ კოალიციაში არის გარკვეული „მოძველბიჭო დაჯგუფება“, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი სისტემა გადმოიფორმა“, მთავრობის წევრების საპასუხო განცხადებები მოჰყვა იმაზე, რომ არც ერთი „ძველი ბიჭი“ მათთან არ მუშაობს.
DFWatch staff
შსს-მ კორცხელის ინციდენტზე სპორტსმენებს ბრალი წარუდგინა, გეგეშიძეს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება
10-დღიანი გამოძიების შემდეგ შსს–მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა. მათგან ერთს – ვლადიმერ გეგეშიძეს, ბერძნულ–რომაული სტილში მოჭიდავესა და საქართველოს ნაკრების წევრს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავდამსხმელთა ჯგუფის ხელმძღვანელად ასახელებდა, 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 22 მაისს შსს–ს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სსკ–ის 125-ე ცემის მუხლით, ზუგდიდის … Read more
თბილისის ზოოპარკს 22 ახალი ცხოველი შეემატა
თბილისის ზოოპარკმა გერმანიისა და ბელგიის ზოოპარკებისგან საჩუქრად 22 ახალი ცხოველი მიიღო. ისინი თბილისში ორშაბათს, გამთენიისას ჩამოიყვანეს. საუბარია 7 სამხრეთამერიკულ კოატიზე, 2 ინდურ მაჩვზღარბასა და 10 ზოლებიან მანგუსტზე, რომლებიც გერმანიის დუისბურგის ზოოპარკიდან გამოგზავნეს. 3 ლურჯი გნუ კი ბელგიიდან ჩამოიყვანეს.
სოხუმში ფეხბურთის „მსოფლიო ჩემპონატს“ ატარებენ

სოხუმში დიდი ზეიმია. შაბათს, 28 მაისს სტარტი აიღო 12 არაღიარებული რეგიონისა და სახელმწიფოს გარეშე ხალხების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა – CONIFA, რომელიც 5 ივნისამდე გაგრძელდება და ეს მოვლენა ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ერთ კვირაზე მეტია მედიისა და სოციალური ქსელების მთავარ განსახილველ თემადაა გადაქცეული.
„მაესტროდან“ ისაკაძე გაუშვეს. არხი შეიძლება, მისმა გუნდმაც დატოვოს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ბიზნეს-გადაცემების – „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილასა“ და „ანალიტიკას“ – 29-კაციანი გუნდი აცხადებს, რომ გადაცემათა იდეის ავტორისა და მენეჯერის, FORBES GEORGIA-ს მთავარი რედაქტორის, გიორგი ისაკაძის გარეშე ამ პროექტების კეთება ვერ წარმოუდგენიათ, უთხრა DFWatch-ს გადაცემათა პროდიუსერმა თამუნა ქემერტელიძემ.
"რუსთავი 2"-ში ელოდებიან, რომ სააპელაციო 3 ივნისს მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს
სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 3 ივნისს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოსმენით განახლდება, და არის მოლოდინი, რომ კოლეგია სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს და ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გასული წლის ნოემბერში მიღებულ იმ გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.
თბილისის ვეგანური კაფე დაარბიეს – „მწვადების სროლა დაიწყეს, ყელზე სოსისები ჰქონდათ შემოხვეული“

თბილისში ერთადერთ ვეგანურ კაფეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე. ამის შესახებ DFWatch-ს შსს-ში უთხრეს.
დაღესტნის მოჭიდავეთა გუნდმა რუსეთის ჩემპიონატი დემარშით დატოვა

რუსეთის თავისუფალ ჭიდაობაში დიდი სკანდალია – დაღესტნის გუნდმა სრული შემადგენლობითა და დემარშით დატოვა ქვეყნის ჩემპიონატი და არავინ იცის, წავლენ თუ არა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ტიტულოვანი მოჭიდავეები ბრაზილიაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ღირსების დასაცავად.
საქართველოს დროშის ფერებში განათებული სხვადასხვა ქვეყნის ნაგებობა-ღირსშესანიშნაობები
26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ეროვნული სიმბოლიკებით მოირთო 17 ქვეყნის ქალაქების ღირშესანიშნაობები. როგორც DFWatch-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით მოხდა.
საქართველოს ეკლესია კრეტას „დიდ კრებაზე“ გასატან ორ საკითხს ისევ უპირისპირდება

წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ეკლესიების მღვდელმთვარების მიერ ოთხშაბათს, 25 მაისს ჩატარდა, განსახილველი თემა 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელ ეკლესიათა „წმინდა და დიდ კრებაზე“ გასატანი დოკუმენტები იყო და, როგორც სხდომის ოქმიდან გამოჩნდა, საქართველოს ეკლესია კრებაზე გასატანი 6 დოკუმენტიდან 2-ზე ისევ განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს, მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს.
