სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა. თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ის მიმალვაში იმყოფება, მაგრამ საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
DFWatch staff
ირაკლი კობახიძე : ტელესივრცეში ბილწსიტყვაობა ძალიან მალე აღიკვეთება

„ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ძალიან მალე აღიკვეთება ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა, რომლის განმასახიერებლები ალეკო ელისაშვილი და ნატა ფერაძე არიან,“ – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ასეთი განცხადება თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გააკეთა.
აჭარაში ერთი უცხოელი ტურისტი დღეში, საშუალოდ, 450 ლარს ხარჯავს
უამინდობა, პატრულთან ურთიერთობა და ინფრასტრუქტურა – ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რაც აჭარაში ჩასულ ტურისტებს ყველაზე ხშირად აწუხებს. ამის შესახებ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის (2016 წლის იანვარ-მარტი) შედეგებშია საუბარი.
„მაიმუნ ვირიშვილზე“ ნარმანია ბოდიშს იხდის
თბილისის მერი დავით ნარმანია მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტის ირაკლი კუპრაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო საზოგადოებასა და ამომრჩეველს ბოდიშს უხდის. კერძოდ, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიაში ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ნარმანიამ კუპრაძეს შემდეგი სიტყვებით „მაიმუნო ვირიშვილო“ მიმართა. მერის ეს სიტყვები სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკისა და ქილიკის საგანიც გახდა.
10 მკვლელობა და ძალადობის 700-მდე ფაქტი: 2016 წლის 6 თვის ოჯახში ძალადობის სტატისტიკა

ინფორმაციის უქონლობა, სტიგმა, დისკრიმინაცია და სამართალდამცველთა არასათანადო დამოკიდებულება – ეს იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ოჯახში ძალადობის წინაპირობად მიიჩნევს. ამბობენ, რომ მიუხედავად ამ კუთხით წამოწყებული მნიშვნელოვანი კამპანიებისა, პრობლემა ისევ მწვავეა და მის გადასაჭრელად ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა საჭირო.
პარტიზანები მერიასთან შიმშილობას აგრძელებენ

მოძრაობის „პარტიზანი მებაღეობა თბილისში“ წარმომადგენლები თბილისის მერიასთან ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადაყენებისა და სამსახურის სტრუქტურის შეცვლის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ.
ანექსირებულ ყირიმში და საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე რუსეთი სარაკეტო წვრთნებს ატარებს

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო-სარაკეტო წვრთნები „კავკაზ-2016“ დაიწყო. სწავლება მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში და ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ანექსირებულ ყირიმში და სომხეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე.
7 დღეში 3 ავარია, 7 დაღუპული

ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი სამი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა.

