პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

გალში ზუგდიდიდან ფაროსანას წამლის შეტანა აკრძალეს

სოხუმის რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოდან ფაროსანას შესაწამლი საშუალების შეტანა აკრძალა. როგორც DFWatch-ს გალის მაცხოვრებლებმა უთხრეს, აფხაზი „მესაზღვრეები“ გადამსვლელებს წამალს ადგილზე ართმევენ და 500 რუსული რუბლით აჯარიმებენ (21 ლარი). „გალის ბაზარში შემოიტანეს წამალი, ზუგდიდიდან შემოტანა კი აკრძალეს. ჩამორთმევას და ჯარიმას ექვემდებარება. აქ წამალი, რა თქმა უნდა, ბევრად ძვირია და არჩევანიც ნაკლებია ზუგდიდთან შედარებით“, – აცხადებენ … Read more

თბილისში მიაჩნიათ, რომ სოხუმის სასტუმროს „საერთაშორისო ვარსკვლავი“ უბრალო ბლეფია

აფხაზური მედია დიდი ზარ-ზეიმით აცხადებს, რომ სოხუმის სასტუმრო „ლეონს“ შვეიცარიაში ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო ვარსკვლავის პრემია (International Star for quality) მიენიჭა. თუმცა თბილისში აღნიშნავენ, რომ ეს კერძო ჯილდოა, რომლის მიღებაც ყველას შეუძლია, ვინც სათანადო თანხას გადაიხდის. სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა გივი ჭაბაღუამ აღნიშნა, რომ „პრემიას საკუთარ ქვეყანა – აფხაზეთს“ უძღვნის. „ჩვენ სასტუმროს აფხაზეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა … Read more

გალის ბაღებში აფხაზურის სწავლება დაიწყო

გალში აფხაზური ენის სწავლება ბაღებშიც დაიწყო, ამის შესახებ DFWatch-ს ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. „ბაღებში რუსული სწავლებაა, აფხაზური დაუწყიათ ერთი თვეა, მე კი მხოლოდ ახლა გავიგე. საჭიროდ არავინ ჩათვალა, რომ წინასწარ ეცნობებიათ მშობლებისთვის. მასწავლებელი ვნახე შემთხვევით და მოვიკითხე, სხვაგვარად ალბათ ვერც გავიგებდი. სიტყვებს ასწავლიან, ბავშვი სამი წლისაა, ჯერ რუსულის ათვისება უჭირს, აფხაზურის სწავლას როგორ შეძლებს, არ … Read more

მართვის მოწმობის აღების ფასი აფხაზეთში 360 ლარიდან იწყება 1 000-ზე ზემოთ ადის

გალში აფხაზური მართვის მოწმობის აღება 8 500-დან 25 000-მდე რუსული რუბლამდე მერყეობს (დაახლ. 360-1 050 ლარი), ვადა კი 10 წელი აქვს. პირველი რიცხვი, 8 500 რუბლი, არის ოფიციალური ფასი. აქედან 7 000 რუბლი ჯდება თეორია, ხოლო თითოეული პრაქტიკული გაკვეთილი  1500 რუბლი ღირს. სულ, გამოცდაზე რომ გახვიდე, მინიმუმ 5 პრაქტიკული გაკვეთილის გავლაა საჭირო. შესაბამისად, ოფიციალურად რომ … Read more

გაზპრომის გამო ცხინვალი ინტერნეტის გარეშე დარჩა

სამხრეთ ოსეთი ინტერნეტის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთიდან მომავალი “გაზპრომის” კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაა, რომელიც სეპარატისტულ რესპუბლიკას ინტერნეტით ამარაგებს. ამავე დროს ადგილობრივი ფიჭური კავშირგაბმულობის კავშირის ოპერატორის, “მეგაფონ-ოსეტიას” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მობილურ კავშირს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის სათადარიგო რეჟიმში მუშაობს.

აფხაზეთში ნარკოდილერებს სიკვდილით დასჯიან

2020 წლიდან სოხუმის რეჟიმი სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს. დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებაზე უვადო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ნარკომოვაჭრეებზე სხვა დრაკონულ ზომებსაც ითვალისწინებს, მათ შორის შეწყალების უფლებისა და ვადამდელი გათავისუფლების წესის გაუქმებას და გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას. ახალი კანონით, მანქანის ნარკოტიკული თრობის ქვეს მართვაც … Read more

ქართველები ყველაზე ნაკლებად პარლამენტს, სასამართლოს და მედიას ენდობიან: კვლევა

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად პარლამენტს (24%) და სასამართლო სისტემას (20%) არ ენდობა, მაშინ როცა ნდობის ყველაზე დიდი ხარისხით, ისევე როგორც ბევრ სხვა ანალოგიურ კვლევაში, კვლავ ეკლესია სარგებლობს  (55%). ეს განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის … Read more

დევნილებისთვის ბინების გადაცემისას შეიძლება ხანდაზმულობის საკითხი გაითვალისწინონ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებთ, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების შეფასების კრიტერიუმებში ხანდაზმულობის გათვალისწინების საკითხი განიხილება. როგორც DFWatch-ს მინისტრმა უთხრა, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1,9 მილიარდი დაჭირდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ მიმდინარეობს ეტაპობრივი დაკმაყოფილება, შესაბამისი კრიტერიუმებით. „ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. … Read more

ცხინვალმა უკრაინელ სეპარატისტებთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ცხინვალის რეჟიმის პარლამენტმა დღეს უკრაინის სეპარატისტულ წარმონაქმნთან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებმა, ანატოლი ბიბილოვმა და ლეონიდ პასეჩნიკოვმა ხელი დეკემბერში მოაწერეს, როცა ეს უკანასკნელი ცხინვალში იმყოფებოდა. „ელენერ-თან საკმადო მჭიდრო ურთიერთობა უკვე გვაქვს,“ განაცხადა ბიბილოვმა. „სამხრეთ ოსეთში 60-მდე ერთობლივი საწარმოა დარეგისტრირებული, დამყარებულია ფინანსური კავშირები, უნდა განვავითაროთ საბანკო ურთიერთობები.“ … Read more

გალში, რომელსაც ინტერნეტი ზუგდიდიდან მიეწოდება, „აფხაზური ინტერნეტი“ შეჰყავთ

როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, ინტერნეტის კაბელების დამონტაჟება დაახლოებით, თვენახევარია მიმდინარეობს, მისი გააქტიურება კი 5500 რუსული რუბლი (230 ლარი) ჯდება. „კაბელი გაყვანილია, ტარიფები სხვადასხვაა ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით. სულ სამი პაკეტია 500-, 700- და 1000-რუბლიანი (შესაბამისად, 21, 29 და 42 ლარი). კონკრეტულად რომელი კომპანიისაა, არ ვიცით, ან „აკვაფონი“ იქნება ან „ამობაილი“. ჯერ არავის შემოუყვანია სახლში,“ – გვითხრა … Read more