ოთხშაბათი, მაისი 27, 2026

ცხინვალმა უკრაინელ სეპარატისტებთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ცხინვალის რეჟიმის პარლამენტმა დღეს უკრაინის სეპარატისტულ წარმონაქმნთან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

დოკუმენტს სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებმა, ანატოლი ბიბილოვმა და ლეონიდ პასეჩნიკოვმა ხელი დეკემბერში მოაწერეს, როცა ეს უკანასკნელი ცხინვალში იმყოფებოდა.

„ელენერ-თან საკმადო მჭიდრო ურთიერთობა უკვე გვაქვს,“ განაცხადა ბიბილოვმა. „სამხრეთ ოსეთში 60-მდე ერთობლივი საწარმოა დარეგისტრირებული, დამყარებულია ფინანსური კავშირები, უნდა განვავითაროთ საბანკო ურთიერთობები.“

მისივე თქმით, ცხინვალის დაინტერესების ერთ-ერთ სფეროს ლუგანსკის უნივერსიტეტები წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალმა და ლუგანსკმა ერთმანეთის „დამოუკიდებლობა“ ჯერ კიდევ 2014-ში აღიარეს. ორივე ქალაქში „დიპლომატიური წარმომადგენლობა“ მუშაობს.

Sign up for our weekly briefing

News, background and opinion from an independent, non-donor-funded outlet.

Leave a Comment

Support our work