საკონსტიტუციო სასამართლომ ჰომოსექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონორობის სრული აკრძალვა, რაც ბოლო ცამეტი წლის მანძილზე იყო ძალაში, არაკონსტიტუციურად სცნო.
სასამართლომ საქართველოს ხუთი მოქალაქის საჩივარი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად მიიჩნია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების რამდენიმე მუხლი, რაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს სისხლის გაღებას უკრძალავდა
ჯანდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ ბრძანებას ხელი 2000 წლის 5 დეკემბერს მოაწერა და მას შემდეგ ჰომოსექსუალებს დონორობა აეკრძალათ.
იდენტობა, ორგანიზაცია, რომელიც ლგბტ თემის უფლებებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ყოველთვის არ მიუთითებს მაღალი რისკის შემცველ სექსუალურ ქცევაზე, ხოლო ჰეტეროსექსუალები, რომლებსაც სისხლის ჩაბარების უფლება აქვთ, შესაძლოა ეწეოდნენ სარისკო სექსუალურ ცხოვრებას.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის 2014 წლის იანვრის ინფორმაციით, შიდსით 4153 დაინფიცირებულიდან, 3047 მამაკაცია. ცენტრის ინფორმაციითვე, მათი 5,2 პროცენტი ჰომოსექსუალური კავშირის შედეგად დაინფიცირდა, 40,3 კი ჰეტეროსექსუალურით.
ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ შეხვედრები გამართეს სისხლის ბანკთან, საერთაშორისო თუ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შეთანხმდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმი დისკრიმინაციული ტერმინია და უნდა შეიცვალოს. 2013 წლის 6 ოქტომბერს სამინისტრომ გამოსცა ორი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც სიტყვა ჰომოსექსუალი უნდა ჩანაცვლედ აბრევიატურით მსმ (მამაკაცი, რომელისაც სექსუალური კავშირი აქვს მამაკაცთან). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციია მსმ-ს ყველაზე მაღალ რისკის ჯგუფად მიიჩნევს, ნარკოტიკების მომხმარებლებთან და სექსმუშაკებთან ერთად.
იდენტობის განმარტებით კი მსმ არის ფართო ჯგუფი, რომელიც ჰომოსექსუალ მამაკაცებსაც მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალებს კვლავ ეკრძალებათ სისხლის გაღება.
იდენტობას აღმასრულებელი დირექტორი და ერთ-ერთი ხუთი მოსარჩელედან, ირაკლი ვაჭარაძე აცხადებს „სამინისტროს რეგულაცია ადამიანებს უზღუდავს უფლებას მათი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე და არღვევს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებს.“
სასამართლომ, მე-14 და მე-16 მუხლებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაბამისად, თანასწორობის უფლებას და პიროვნების განვითარების უფლებას ითვალისწინებს, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა ადამიანი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით (შიდსი) დაავადებული. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰომოსექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონორობაზე უარის თქმა მათი უფლებების შეზღუდვაა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.