აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრანპი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მედიასაშუალებები, სოციოლოგიური ცენტრები და პოლიტიკოსები აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისა და ექს-სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ.
ექსცენტრიული მილიარდერის გაპრეზიდენტებას ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. ოფიციალური პირების, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მილოცვების გარდა კეთდება შეფასებები, როგორი იქნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები მომავალში.
„ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, სკეპტიკურია მოსაზრებები, თითქოს ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ინტენსივობა იქნება დაბალი.
„აქ არ არის საუბარი ტრადიციულ პიროვნულ, ან ადამიანურ ურთიერთობებზე, აქ არის სტრატეგიული პრაგმატიზმი, რომელიც აშშ-ს ახასიათებს ნებისმიერი პრეზიდენტის შემთხვევაში, რესპუბლიკელი იქნება თუ დემოკრატი,” – ამბობს ვოლსკი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ ამერიკა იმდენად ძლიერი ქვეყანაა ინსტიტუტების თვალსაზრისით, რომ არანაირი მნიშვნელოვანი გადახრა, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში, არ იქნება: „ვფიქრობ, რომ არ არის არანაირი ხიფათი, რომ საქართველოსთან რაიმე შეიცვალოს, პირიქით, ჩვენ უნდა ველოდოთ აქტიურ ეკონომიკურ კავშირებს.“
მისი თქმით, მართლაც უნიკალური შემთხვევაა ამერიკის ისტორიაში, როდესაც ბიზნესმენი მოვიდა სათავეში, ადამიანი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება.
რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მისი პარტია ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს, თუმცა, „ჩვენ არანაირად არ გვემუქრება, რომ მიგვატოვებენ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის პირისპირ“.
„მოლოდინი და სურვილი გვქონდა, რომ მოეგო კლინტონს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვართ ქართველი პოლიტიკოსები და ტრამპისგან განსხვავებით ჰილარი კლინტონს პუტინის საქები რაიმე არ წამოსცდენია. მაგრამ არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკელი ხალხის არჩევანი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი,“- ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ბერძენიშვილი.
ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ვინმე თუ იტყვის, რომ ტრამპი მილიარდერობის გამო აირჩიეს პრეზიდენტად, ეს დიდი შეცდომა იქნება: „ეს კაცი არის მწერალი, დრამატურგი, ინტელექტუალი, პოლიტიკოსი, ძალიან კარგად არჩევს მარკ ტვენისა და ჯეკ ლონდონის შემოქმედებას, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დღემდე ვერ დაადგინა, ყვარყვარე თუთაბერი პოლიკარპე კაკაბაძის დაწერილია თუ რომელიმე ჯავახიშვილის.“
პოლიტიკოსების ნაწილი ტრამპის გამარჯვებას „ფეისბუქით“ ეხმაურება.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამარჯვებულს „ტრუმპად” მოიხსენიებს, შოკირებულია. „ტრუმპის გამარჯვება მსოფლიოსთვის, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს: რუსეთის და კერძოდ პუტინის მიმართ გამოცხადებული სიმპატიები და აგრესიის შემთხვევაში ჩამოუყალიბებელი პოზიცია, ნატო და ევროპის მიმართ საკმაოდ ბუნდოვანი ხედვები, კლიმატის ცვლილებების უარყოფა, ირანთან ბირთულ იარაღის ხელშეკრულების გაუქმების დადებული პირობა, იმიგრანტების მიმართ მკაცრი ზომების დაწესება და ქსენოფობიური განცხადებები, ეს და მისი პოპულისტური და სრულიად გაუთვლადი რეაქციები კრიზისულ სიტუაციებში გახლავთ ის მცირე ჩამონთვალი იმ ფაქტორთაგან, რომლებმაც შესაძლოა საქართველოზეც იქონიოს სერიოზული გავლენა!
თან ორი წელი არც კონგრესი და არც სენატი დააბალანსებენ მის შეუზღუდავ ძალაუფლებას!“ – წელს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქში.
დავით ზურაბიშვლი წერს, რომ „ამერიკის პრეზიდენტი გახდა კაცი, რომელიც მიშასთანაცაა ნაქეიფარი და ბიძინას კარის მეზობელიცაა სეიშელის კუნძულებზე“.
ექსრესპუბლიკელი და თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელის პოსტი ასეთია, „თავისუფალი მსოფლიოს ახალი ლიდერი, ამერიკის ახალი დასაწყისი!!! ლურჯი კედელი მორღვეულია! მან გაილაშქრა ყველაფერი კონვენციურის წინააღმდეგ და მოიგო!“
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას აზრით, „დარჩა ამერიკა კონსტიტუციის იმედად.“
„ნაცონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი: „შუაშისტის ტყავში გახვეულმა ქოცმა წამკბინა – მიშამ პირველმა რა პონტში მიულოცა ტრამპსო. ხოდა, ახლა აღარ მოგწონთ სისტემის ნგრევა, ხო? ეტა რას. და ამ ამბავში პირველი მილოცვა ფასობს, თორემ საბოლოო შედეგის გამოქვეყნების მერე თქვენი სირი ივანაც ხო მიულოცავს? ეტა დვა. ეგ იქით იყოს და ძალიან რთული წელი გველის წინ – სანამ ეს ტვინიკოსი მიხვდება, რომ პუტინი მტერია“.
„ფეისბუქის“ სტატუსების უმეტესობა სწორედ აშშ-ს არჩევნებს და ტრამპის „მოულოდნელ“ გამარჯვებას ეხმაურება. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოსების, არასამთვარობოებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი კლინტონის გამარჯვების მსურველი იყო, ტრამპის ემიგრანტების საწინააღმდეგო და რუსეთთან მეგობრობის მსურველი განცხადებების გამო.
წერენ: „ტრამპს რომ აირჩევენ, ბაბაია დაუძახეო – ხალხური“; „რა მაგის პასუხია და ახლა ვინ გვყავს ელჩად ამერიკაში. დროზე შეახსენოს აჭარული ხაჭაპურის გემო“; „Fox New გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“; „ნეტა CNN-ს თუ დახურავს?; შაჰ აბაზის ბებია ირანელი იყო, პეტრე პირველი ქართველი იყო… კიდევ, კიდევ ეგეთები ამოვყაროთ, დაგვჭირდება“; „ამერიკის წითელ ხიდს რა ჰქვია?“ „ტრამპისკენ ვიყავით თავიდანვე – ვთქვათ“; „არცერთ დანაპირებს არ შეასრულებს და ყველაფერი კარგად იქნება“; „2012-ზე რომ იღებდით ფილმს, 2016-ზე გადაგეღოთ. აპოკალიფსი ტრამპია და არა მეტეორების წვიმა, შტერებო“; „არ ვინერვიულებდი, რუსული მედია ასე გახარებული რომ არ იყოს“; „ტრამპი ემიგრანტებს გამოყრას უპირებს და ახლა მაინც მოგვცენ დროზე ევროპელებმა ვიზალიბერალიზაცია“; Н„მადონას მომსახურებამ, დაკარგა აზრი…“; „დაიწყო ტრამპის შტაბში ირმა ინაშვილის ცეკვა“; „კიდევ რა კატასტროფას ველოდებით ამ წელიწადში?“; „ამდენი საკუთარ ქვეყანაში რომ გენერვიულათ არჩევნებზე, იქნებ ასეთ დღეში არ ვყოფილიყავით!“Конец формы
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.