სოხუმში ერთ-ერთ მშენებარე სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. „კელასურის რაიონში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ხანძარი გაუჩნდა მრავალსართულიან დაუმთავრებელ სასტუმროს. საგანგებო სიტუაციების სამსახურს ინფორმაცია 18:29 საათზე მიეწოდა და სახანძრო ბრიგადები ადგილზე მაშინვე მივიდნენ,“ – ნათქვამია სოხუმის რეჟიმის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
დაშავებული არავინაა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.