შაბათი, ივნისი 13, 2026

სოხუმში მშენებარე სასტუმრო დაიწვა

სოხუმში ერთ-ერთ მშენებარე სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. „კელასურის რაიონში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ხანძარი გაუჩნდა მრავალსართულიან დაუმთავრებელ სასტუმროს. საგანგებო სიტუაციების სამსახურს ინფორმაცია 18:29 საათზე მიეწოდა და სახანძრო ბრიგადები ადგილზე მაშინვე მივიდნენ,“ – ნათქვამია სოხუმის რეჟიმის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული არავინაა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია.

 

Sign up for our weekly briefing

News, background and opinion from an independent, non-donor-funded outlet.

Leave a Comment

Support our work