nacebis-yriloba-6__17_

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი დროშა. (ინტერპრესნიუსი.)

ENGLISH

დღევანდელი სახელმწიფო დროშა, რომელზეც თეთრ ფონზე გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი პატარა წითელი ჯვარი, პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა. მანამდე სახელმწიფო დროშა იყო მუქ წითელ ფონზე გამოსახული მარცხენა მაღალ კუთხეში პატარა შავი და თეთრი ზოლები. მიუხედადვ იმისა, რომ ძველი დროშა ეროვნულ დროშად ითვლება, რადგან ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არსებული სახელმწიფო დროშა და 1990-იან წლებში ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს წარმოადგენდა, მოსახლეობის ნაწილს ამ დროშის მიმართ მაინმც ნეგატირუი დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ასოცირდება ტერიტორიების დაკარგვასთან და ასევე პუტჩთან, რომლის დროსაც თბილისის ცენტრი დაინგრა და მაშინდელი ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო.

2004 წელს დამტკიცებული დროშა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დროშას წარმოადგენდა და 2003 წლის რევოლუციამდე, ვიდრე თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში სააკაშვილი და მისი მაშინდელი გუნდის წევრები იყვნენ უმრავლესობაში, ამ დროშისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ცდილობდნენ ყველა გზებით, მათ შორის საკრებულოს შენობაზე აღმართვით და ა.შ. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ უკვე ოფიციალურად გდაწყდა, რომ ამ დროშას სახელმწიფო სტატუსი მინიჭებოდა და გამხდარიყო სახელმწიფო დროშა მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის მაშინდელ პარლამენტშიც. თუმცა, 2004 წლის იანვარში, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა და უმრავლესობაში სააკაშვილის გუნდი მოვიდოდა, პარლამენტმა ოფიციალურად შეცვალა სახელმწიფო დროშა, რომელიც, საქართველოს ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის გარდა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და 2003 წელს მომხდარ ვარდების რევოლუციასთან ასოცირდება.

საზოგადოებამ ეს დროშა ადვილად მიიღო. თუმცა, ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად იყო იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო დროშა არ შეიძლება პარტიის საკუთრება იყოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი პარტიული დროშის შეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო.