ასამდე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ხობში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის მშენებლობა გააპროტესტა.
მოწმეებმა დარბაზის მშენებლობა დასავლეთ საქართველოს ამ პატარა ქალაქში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყეს. დღეს კი ამ წამოწყების მოწინააღმდეგეებმა მშენებლობის წინ ლოცვა აღავლინეს.
ხობის მაცხოვრებლები არამხოლოდ მშენებლობას აპროტესტებენ, არამედ იმასაც, რომ იეჰოვას მოწმეები მეგრულ ენაზე ქადაგებენ, რაც, მათი აზრით, სეპარატიზმის გაღვივების მცდელობაა.
დემონსტრანტების მტკიცებით, იეჰოვას მოწმეები ანტისახელმწიფო საქმიანობას ეწევიან, რის აკრძალვასაც ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ იეჰოვას მოწმეები არ მიდიან ჯარში, არ მონაწილეობენ არჩევნებში, არ ექვემდებარებიან სახელმწიფო ნორმებს.
სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას იეჰოვას მოწმეები ამტკიცებენ, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ, ხოლო მეგრულად ქადაგებაზე აცხადებენ, რომ ისინი იმ ენაზე ესაუბრებიან ხალხს, რომელიც უკეთ ესმის ორივე მხარეს.
მიუხედავად აქციისა, მშენებლობა გრძელდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.