აღმოჩენილმა ახალმა დეტალებმა, შესაძლოა პოლიციას ოზურგეთში იეჰოვას მოწმეებზე მომხდარი თავდასხმის საქმის გახსნა გაუადვილოს.
1 იანვარს უცნობებმა სამეფო დარბაზის წინ გაჩერებულ მანქანას, სადაც იეჰოვას მოწმეები ისხდნენ, ქვები დაუშინეს და მინები ჩაამსხვრიეს.
გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მიხედვით აღიძრა, რომელიც სხვისი ქონების ხელყოფას გულისხმობს.
იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა მანუჩარ ციმინტიამ DFwatch-თან საუბარში თქვა, რომ პაატა ხარაბაძემ, ოზურგეთის რეგიონალური პოლიციის უფროსის მეორე მოადგილემ, რამდენიმე დღის წინ, გამოძიებისთვის საჭირო ახალი დეტალების შესახებ აცნობა. ადვოკატმა მათ შესახებ საუბრისგან დროებით თავი შეიკავა.
ამავე დროს, სახალხო დამცველის ოფისის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2009-დან 2011 წლამდე რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ 40 ძალადობის ფაქტზე აღძრული საქმე შეწყდა. 2008-2012 წლებში გამოძიება დაუსრულებლად შეწყდა იეჰოვას მოწმეების შევიწროვების 15 საქმეზე.
ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის 2013 წელს გაკეთებული განცხადებაში ნათქვამია: “პოლიციელები ხშირად ძალადობის მიმართ ლოიალურები არიან, ან თვითონაც მონაწილეობენ. ხელისუფლების რეაქცია ასეთ შემთხვევებში საქმის აღძვრით შემოიფარგლება, რომელიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე თვეში წყდება. ხშირად, პოლიცია უარს ამბობს გამოიების დაწყებაზე და დამნაშავეების სიტყვიერი ან წერილობითი გაფრთხილებით შემოიფარგლება.“
ადვოკატი მანუჩარ ციმინტია ადასტურებს, რომ ნახევარი წლის წინ პოლიცია დამკვირვებლის როლში იყო და საქმეებს არ იძიებდა.
„ამ დროისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ პროგრესი შესამჩნევია. ბოლო თვეების მანძილზე, პოლიცია საკმაოდ აქტიურია და მართლა მუშაობს, რომ საქმეები გამოიძიოს,“ თქვა ციმინტიამ და დასძინა, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე 5-6 ახალი საქმე აღიძრა იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლის საფუძველზე.
„რელიგიურ ნიადაგზე ინციდენტები ქვეყნის მასშტაბით ყოველთვის ხდებოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის განმავლობაში ამ ფაქტებმა მედიისა და საზოგადოების ფართო დაინტერესება გამოიწვია, ამ საკითხებზე ეწყობა საჯარო დისკუსიები, რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის პრობლემა ყველასთვის აშკარა და თვალსაჩინო გახდა,“ უთხრა DFwatch-ს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.