ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელმა სამშაბათს მოსკოვში “სახელმწიფო ჯილდოები” გადასცა იმ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც 2008 წლის ომს “ობიექტურად” აშუქებდნენ. დაჯილდოვებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების RT-ის, ВГТРК-ისა და ТВ Центр-ის კორესპონდენტები და ოპერატორები.
“დღეს მხვდა პატივი, სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები გადავცე იმ რუს ჟურნალისტებს, რომლებმაც საქართველოს მუხანათური აგრესიის ტრაგიკული მოვლენების გაშუქებისას მამაცობა, სიმტკიცე და ნამდვილი გმირობა გამოიჩინეს,” განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ჟურნალისტები “სამამულო ომში სამხრეთ ოსეთის ხალხის გამარჯვების მე-10 წლისთავისთვის” მიძღვნილი მედლით გასული წლის აგვისტოში დაჯილდოვდნენ, თუმცა საკუთრივ მედლები მათ დღეს გადაეცათ.
დაჯილდოებულთა შორის არიან:
ევგენი პოდდუბნი, ВГТРК-ის სპეციალური კორესპონდენტი;
ოლგა კარი, “იზვესტიას” პროდიუსერი;
ასხატ კოკაევი, RT-ის ტელეოპერატორი;
ნიკოლაი ბარანოვი, Звезда-ს პროდიუსერი;
აშრაფ ალ-საბაღი, RT-ის კორესპონდენტი;
ალეკსეი კომაროვი, ტელეარხ ТВ Центр-ის ტელეოპერატორი;
ალეკსეი სტეპანოვ-მოლოდოვი, ТВ Центр-ის ხმის ოპერატორი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.