Thursday, August 14, 2025
No donors. Answerable only to you.

ცხინვალში ამბობენ, რომ საქართველოდან ეპიდემიის საფრთხე მოიხსნა და "საზღვარს" ხსნიან

“რაზდახანის საბაჟო” ახალგორთან.

ცხინვალის რეჟიმი საქართველოსთან “საზღვარს” პარასკევიდან, 15 მარტიდან გახსნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება “რესპუბლიკის” “უშიშროების საბჭომ” ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გამო მიიღო.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალგორის რაიონში და სხვა ქართულ სოფლებში გადაადგილებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, რომელსაც ცხინვალის რეჟიმის “უშიშროების საბჭო” გასცემს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვარი 11 იანვარს ჩაიკეტა. ცხინვალში ამის მიზეზად საქართველოში გავრცელებული H1N1 (ღორის გრიპის) ვირუსი დაასახელეს.

Leave a Comment