sandraსაქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ, თავად რულოვსმა, პარასკევს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ცნობისთვის, უკვე დაახლოებით ერთი თვეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ რულოვსის კანდიდატურის წამოყენებას აპირებდა, თუმცა დღემდე ამ ინფორმაციას არც თავად და არც პარტიაში  ადასტურებდნენ. აღნიშნულის შესახებ რულოვსმა ხუთშაბათს „რუსთავი 2”-ის ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა რომ „ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ არ იყო  დასახელებული, მაგრამ მალე გადაწყდებოდა და ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იქნებოდა.“

„მეოთხე წელია, რაც პირველი ლედი აღარ ვარ და გვერდიდან ვუყურებ, რა ხდება საქართველოში. მიშა არ იყო ქვეყანაში – ვინ უშლიდა ხელს?! თუ არ უნდოდათ კარგი პროექტების გაგრძელება, თავისებურად გაეკეთებინათ რამე. რამე გაკეთდა? მე ვერ ვხედავ. უარესი მდგომარეობაა ქვეყანაში, სტაგნაციაა, გაჭირვება  და  გული მტკივა.  მაწუხებს, რომ ქვეყანა ისევ გაქრება რუკიდან, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა. ჩვენ ეს გვინდა? ჩვენ საქართველოს წინსვლა გვინდა. მე ძალიან ხშირად ვესაუბრებოდი მიშას, რომ უნდა ვიცოდე, თვალებში შეგხედავ-მეთქი და ნამდვილად უნდა ვიცოდე, რომ რაც ცუდი მოხდა, აღარ განმეორდეს. დამიჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ ჩვენ ძალადობას აღარ გავიმეორებთ,“ – აღნიშნა რულოვსმა კორცხელში თავის მომხრეებთან შეხვედრისას. შეხვედრა თქვენ იცით, ეს ოთხი წელი შეიძლებოდა მუშობა ახალი მთავრობისათვის. “ნაციონალური მოძრობის” ლიდერები დავით ბაქრაძე და ნიკა მელიაც ესწრებოდნენ.

„რულოვსის წარდგენა იმაზე მიანიშნებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში კადრები უჭირთ და კანდიდატურებს ოჯახის წევრებს შორის ეძებენ,“ – აცხადებს დეპუტატი „ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილი.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი სესიაშვილი კი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ  „ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილს სურს, შექმნას ილუზია, რომ ის კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია”, თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რეალურად სააკაშვილი მოსახლეობას მის მიერ შექმნილ ახალ პროექტს – ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკს – სთავაზობს“.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს სოფელ კორცხელში ჩატარებულ საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა, რასაც წინ უსწრებდა საარჩევნო უბანზე  ფიზიკური დაპირისპირება „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის. ინციდენტში ბრალდებულ ხუთ  პირს – ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7-ათასლარიანი, ვლადიმერ გეგეშიძეს კი რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრია, 10-ათას-ლარიანი გირაო შეეფარდა.