13823708_10207348228007558_769754025_n

დასაჭერი ჟურნალისტების სიას სათავეში უდგას ნაზლი ილიჩაკი, 72 წლის ცნობილი პოლიტიკური მომომხილველი (sabah.com.tr)

თურქეთში სამხედრო ამბოხის გამოძიების ფარგლებში 42 ჟურნალისტის დაკავებაზე გაიცა ორდერი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანია უკვე დაჭერილი.

ერდოღანის მთავრობის მხარდამჭერმა გამოცემა „საბაჰმა“ ამ ხალხის სია და ფოტოსურათები გამოაქვეყნა. სიას წინ უძღვის დევნილი სწავლულის, ფეთჰულა გიულენის ფოტო, რომელსაც ერდოღანის მთავრობა პუტჩის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

გიულენს მოსდევს ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი, 72 წლის ნაზლი ილიჩაკი (Nazlı Ilıcak), რომელიც ორიოდე წლის წინ სწორედ ამ გაზეთიდან, „საბაჰიდან“, მთავრობის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს.

ამ სიიდან ბევრი ჟურნალისტი მანამდე იყო სხვადასხვა სიმძიმის რეპრესიის მსხვერპლი და ბევრ მათგანს თურქეთის ტერიტორია დატოვებული აქვს.

სულ, თურქეთში სამხედრო ამბოხის შედეგად დაკავებულთა რაოდენობამ 13 ათასს გადააჭარბა, განაცხადა ქვეყნის პრიემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა.