Usup

უსუფაშვილი: ერთი გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება, მეორე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთ „არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს”, მესამე კი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელშეშლას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ მცირე პრობლემასხედავსერთი გეოპოლიტიკურ ფაქტორებს  უკავშირდება, მეორე – „ქართული ოცნებისზოგიერთ „არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს”, მესამე კი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელშეშლას.

როგორც დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზა ლიბერალიზაციის „სამი მცირე პრობლემიდან“  პირველი  არის „გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში და ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და  საქართველოს მიერ.“

მისი აზრით, ამ პრობლემამ საკითხი შეიძლება დროში გაწელოს, თუმცა მასზე არსებითად ვერ იმოქმედებს.

მეორე პრობლემად ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საწინააღმდეგო ლობიზმს ასახელებს. ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები,  „ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან“ ერთად, ცდილობენ, ვიზალიბერალიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს მიაბან.

„ხშირად კონკრეტული პარტიული, თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი. მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მესამე პრობლემა კი, მისი აზრით, „ოცნების“ ზოგიერთი წევრის განცხადებებია.

„ქართული ოცნების“ ზოგიერთი, არცთუ ნორჩი „ლენინელი“ და „სტალინელი“ გვიქმნის პრობლემას, რადგან ბევრი მათი განცხადება გვხდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ჩვენი ამოცანაა, სამივე ამ მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა არც თუ ნორჩ „სტალინელში“  საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“  ლიდერი გოგი თოფაძე იგულისხმა, რომელიც უსუფაშვილის მეუღლის, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის კრიტიკით გამოირჩევა, ისევე როგორც ექსცენტრიული პოლიტიკური გამონათქვამებით.

მაგალითად, თოფაძემ გასულ წელს განაცხადა, რომ „სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგან ყველა მიხვდება, რომ ის გენიალური პიროვნება იყო, მან დიდი საქმეები გააკეთა”-ო.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში სამშაბათს დაიწყო და ის უკვე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელსა და სხვა პოლიტიკოსებს.