გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესი დაიწყო. ოფიციალურად, სასწავლო წელი 2 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ეს დღე მთლიანად სადღესასწაულო ღონისძიებებს დაეთმო, უშუალოდ სასწავლო პროცესი კი 3 სექტემბერს განახლდა.

როგორც DFWatch-თან საუბარში გალელი მასწავლებლები აცხადებენ, მიმდინარე სასწავლო წელს დე ფაქტო განათლების სამინისტროსგან ჯერ არანაირი ახალი შეზღუდვა არ მიუღიათ.

“ქართული ისედაც როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება, სხვა სახის რამე ცვლილება ჯერ არ ყოფილა. სასწავლო წელი, საგანგებოდ მოწყობილი ღონისძიებებით დაიწყო ყველა სკოლაში, ვნახოთ ხვალ და ზეგ რას მოგვთხოვს დე ფაქტო მთავრობა,” – გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

შეგახსენებთ, რომ გალში ამ ეტაპზე 30 ქართული სკოლა ფუნქციონირებს.