ამბები

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის ციხიდან ყოფილი ქართველი სამხედრო გამოუშვეს

by | Dec 25, 2017

დრანდის ციხე. მდებარეობს სოხუმის მახლობლად, გულრიფშის რაიონში.

„დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს,“ – ამ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი ლუკავას ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლება შეაფასა, როგორც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი.

ციხელაშვილის თქმით, ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი პრეცენდენტი, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პირი გათავისუფლდა, მათ შორის 2016 წლის მარტში სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.

აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ოკუპირებულ გალის რაიონში გადავიდა შვილების საფლავის მოსანახულებლად. აფხაზური მედიის თანახმად, ლუკავას 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და მკვლელობის ბრალდებით. ამას გიორგი ლუკავას ოჯახი უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ლუკავა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2018
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031