
რუსეთის თავისუფალ ჭიდაობაში დიდი სკანდალია – დაღესტნის გუნდმა სრული შემადგენლობითა და დემარშით დატოვა ქვეყნის ჩემპიონატი და არავინ იცის, წავლენ თუ არა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ტიტულოვანი მოჭიდავეები ბრაზილიაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ღირსების დასაცავად.