Saturday, August 16, 2025
Support independent journalism in Georgia Support us

გალელ ბავშვებს ისევ აიძულეს „გამარჯვება” ეზეიმათ, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით

გალის სკოლებში, გამარჯვების დღე, წინა წლებთან შედარებით, მოკრძალებულად აღინიშნა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ე.წ. საზეიმო ღონისძიება ყველა სკოლაში გაიმართა, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ყოველგვარი კონტროლისა და დავალების გარეშე ჩაიარა. „წინა წელს, საგანგებო დავალებები გაიცა სკოლებზე თუ როგორ უნდა აღენიშნათ „გამარჯვების დღე“. რაღაც ღონისძიებას ამ დღეს სულ ვმართავთ, მაგრამ საგანგებო მითითებით არა. შარშან ჩამოუარეს სკოლებს დე … Read more

კორუფცია „საზღვარზე“ – რა ღირს ენგურის ხიდზე გადასვლა

დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა, ბიზნესად აქცია. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, „საზღვარზე“ გადასვლა არაოფიციალურად ყველას შეუძლია, ვინც ფულს იხდის. „ოფიციალურად ჩაკეტილია 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის, თუმცა რეალურად შეზღუდვა არ მოქმედებს. ვისაც გადასვლის სურვილი აქვს, იხდის 50 ლარს და ჩვეულებრივ გადადის. შეიძლება ყოველ დღე ვერ გადახვიდე, მაგრამ თუ საქმეს ჭირდება, უნდა გადაიხადო“, – უთხრა … Read more

რას ამბობენ გალელები დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე

9 ოქტომბერს სოხუმში ხელმეორედ არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები „არჩევნების“ შედეგს არ აღიარებენ, სოხუმის სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის სარჩელი, მეორე ტურის გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ხელმეორედ დაიკავებს. ორ კანდიდატს შორის დავას, შორიდან ადევნებდა თვალს გალის მოსახლეობა და … Read more

რუსეთი აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას დააფინანსებს

რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განკარგულება გასცა, ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ. „რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, დაევალა აწარმოოს … Read more

რუსეთმა გალში „რბილი ძალა“ გააქტიურა – ხალხს რუსული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნას ჰპირდებიან

ორგანიზაციის „ევრაზიის სახალხო კავშირი“ თავმჯდომარე ტატიანა პოლოსკოვა გალში, რომელიმე რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან გალის რაიონის ერთ-ერთ ქართულ სკოლაში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს სწავლებისთვის თანაბარი პირობები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გალელებისთვის უფასო კვოტები, კარგი იქნებოდა რუსული უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გალში გახსნა. ზოგს არ შეუძლია სახლისგან შორს, … Read more

სოხუმის სასამართლომ კვიცინიას სარჩელი უარყო – ხაჯიმბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტია

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ პარასკევს არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც მეორე ტურის შედეგების გაუქმებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კვიცინიას მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, უკვე ნათელი ხდება, რაულ ხაჯიმბამ არჩევნები მოიგო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მან ხმების 47,39% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ალხაზ კვიცინიამ კი სულ რაღაც … Read more

კვიცინია სოხუმში ხვალ დიდ სახალხო კრებას იწვევს და „არჩევნების“ შედეგის გაუქმებას ითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ოპოზიცია სამშაბათს სოხუმში დიდი სახალხო კრების მოწვევას გეგმავს, რაც სასამართლო სხდომის პარალელურად უნდა გაიმართოს, რომელიც „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას სარჩელს განიხილავს. კვიცინია და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური ძალები მეორე ტურის შედეგის გაუქმებას მოითხოვენ იმ მოტივით, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. (შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო … Read more

ხაჯიმბას მოწინააღმდეგემ მეორე ტურის წინ სერიოზული ფორა მოიპოვა

დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ოლეგ არშბას შტაბი, „არჩევნების“ მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცინიას დაუჭერს. ამის შესახებ 5 სექტემბერს, ორი კანდიდატის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „შეხვედრის დროს მხარეები მართლაც შეთანხმდნენ ყველა საკითხზე. ამრიგან მეორე ტურში მხარს ალხაზ კვიცნიას დავუჭერთ“, – აღნიშნეს შტაბის წევრებმა. იქამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა … Read more

„არჩევნების“ მეორე ტურში ერთმანეთს ხაჯიმბა და კვიცინია დაუპირისპირდებიან

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია დაუპირისპირდებიან. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მივიყვანთ მეორე ტურს ბოლომდე“, – აღნიშნა ალხაზ კვიცინიამ. სოხუმის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხაჯიმბამ 20 304 ხმა მოიპოვა, კვიცინიამ – 19 032. მათივე ცნობით, „საარჩევნო“ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ხმის მიცემის პარალელურად, არჩევნებზე … Read more

რა გზავნილებით მიმართავენ გალელებს „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ კანდიდატები

დღეს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს გალის ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აფხაზური პასპორტები გაუუქმდა და საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო, „აფხაზური კანონით“ ახლის აღება ეკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ გალი საარჩევნო პროცესებიდან თითქმის სრულად ჩამოშორებულია, დე ფაქტო პრეზედენტების წინასაარჩევნო შეხვერებზე მათი საკითხი მაინც მწვავედ იდგა. კერძოდ, ოპოზიციური კანდიდატი, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ … Read more