კვირა, დეკემბერი 14, 2025

გალის სკოლებში სწავლა 10 თებერვლამდე გადაიდო, გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში განახლდება

გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება 10 თებერვლამდე გადაიდო,  დირექტორებმა სოხუმიდან სწავლის დისტანციურად განახლების დავალება მიიღეს.  „სწავლის პროცესი 11 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა ვერ განახლდა. ამის შემდეგ გალში დირექტორების თათბირი გაიმართა, სადაც დავალება გაიცა, სწავლა დისტანციურად დავიწყოთ. სკოლებში სწავლის განახლება კი ოფიციალურად 10 თებერვლიდან იგეგმება, თუმცა ამას ალბათ ვირუსის მაჩვენებელი გადაწყვეტს“, – უთხრა DFWatch-ს … Read more

„კუჩხა“ გალში – როგორ ხვდებოდა და ახლაც ხვდება ბედობას სამურზაყანოს ქართველობა

15 იანვრის ბედობას, ე.წ. კუჩხას, გალში მცხოვრები ქართველები განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებენ და გარკვეული ტრადიციის შესაბამისად აღნიშნავენ. ყოველ ოჯახს ჰყავს მეკვლე, მეკვლეს კი შემოაქვს სპეციალურად მომზადებული ტაბლა. როგორც DFWatch-ს გალის მკვიდრი რუსუდან სამუშია უყვება, კუჩხასთვის ტაბლა წინა დღეს მზადდება. აუცილებელია კვერცხი, ღერღილი, ტკბილეული და ფული. მეკვლე შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან სხვა ვინმე. გამთენიას ან გვიან … Read more

ახალი წელი გალში – როგორ აფასებენ ადგილობრივები გასულ 2020-ს

2021 წლის შემოსვლა პანდემიის ფონზე უჩვეულოდ, შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისი არც ჩაკეტილი აფხაზეთი აღმოჩნდა. თუ რითი იყო განსხვავებული და როგორ აღნიშნეს პანდემიური ახალი წელი, DFWatch-ს გალის მაცხოვრებლები უყვებიან. ამბობენ, რომ თუ არ ჩავთვლით პანდემიას და ახალი წლის დღეებში მძვინვარე ხანრძრებს, 2020-მა ზოგადად მცირე, მაგრამ ხელშესახები გაუმჯობესება მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ … Read more

„ერთდროულად 8 სოფელს ეკიდა ცეცხლი“ – გალელები ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

რამდენიმე სახლი ხანძრის პირველივე დღეს, 5 იანვარს დაიწვა. სახანძროები არა მარტო გალიდან, სოხუმიდანაც მოვიდნენ, თუმცა ხანძარს უკვე ისეთი მასშტაბი ჰქონდა, ვერ გაუმკლავდნენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაიწვა სახლები, თხილნარი, ბაღები, საქონლის სადგომები და საძოვრები. ზარალი ძალიან დიდია, თუმცა მსხვერპლი არ არის. მადლიერებას გამოხატავენ ადგილობრივი, გალელი მაშველების მიმართ, რომლებიც საათების განმავლობაში შეუსვენებლად ებრძოდნენ ცეცხლს. თუმცა იქვე ხაზს … Read more

„ახლა ზემო ბარღებში ყველაფერი იწვის“ – გალში უარყოფენ დე ფაქტო მთავრობის ცნობებს ხანძრის ლოკალიზების შესახებ

გალში, ერთდროულად რამდენიმე სოფელი იწვის. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მალევე დასახლებებში გადავიდა. სოხუმის რეჟიმი ავრცელებს ცნობებს, თითქოს გალში ხანძრის კერები ლოკალიზებულია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამას უარყოფს და აცხადებს, რომ სიტუაცია ყოველ საათს უარესდება. ამასთან გალელები უარყოფენ სოხუმის მტკიცებას, თითქოს რაიონში სამი სოფლის ევაკუირება მოხდა. „ცეცხლის ჩაქრობა … Read more