ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ულტიმატუმი არ შესრულდა, ცხინვალის ხელისუფლებამ ესკალაციას ტონის შერბილება არჩია

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალის რეჟიმის ულტიმატუმი არ შეასრულა, ამას კონფლიქტის ზონაში გართულებები პარასკევს არ მოჰყოლია. სიტუაციის გასანეიტრალებლად სოფელ წნელისში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მართალია ის უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამავე დროს, ქართული ბლოკ-საგუშაგოს პირისპირ ცხინვალი თავად აგებს პოსტს. როგორც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, … Read more

„არჩევნების“ მეორე ტურში ერთმანეთს ხაჯიმბა და კვიცინია დაუპირისპირდებიან

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია დაუპირისპირდებიან. „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მივიყვანთ მეორე ტურს ბოლომდე“, – აღნიშნა ალხაზ კვიცინიამ. სოხუმის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხაჯიმბამ 20 304 ხმა მოიპოვა, კვიცინიამ – 19 032. მათივე ცნობით, „საარჩევნო“ პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ხმის მიცემის პარალელურად, არჩევნებზე … Read more

რა გზავნილებით მიმართავენ გალელებს „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ კანდიდატები

დღეს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს გალის ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აფხაზური პასპორტები გაუუქმდა და საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო, „აფხაზური კანონით“ ახლის აღება ეკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ გალი საარჩევნო პროცესებიდან თითქმის სრულად ჩამოშორებულია, დე ფაქტო პრეზედენტების წინასაარჩევნო შეხვერებზე მათი საკითხი მაინც მწვავედ იდგა. კერძოდ, ოპოზიციური კანდიდატი, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ … Read more

აფხაზეთიდან გადმოსვლაზე შეზღუდვა ისევ მოქმედებს, თუმცა ქრთამი ოკუპირებულ ტერიტორიასაც ანათებს

გალის დე ფაქტო საზღვარზე მიმოსვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღდგენილა, თუმცა ქრთამით მანც შესაძლებელია. როგორც DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრებმა განუცხადეს, ქრთამის ოდენობა 1 000 რუსული რუბლიდან (45 ლარი) იწყება. „18-დან 60 წლამდე კაცებს გადასვლა ეკრძალებათ, შემოსვლა არა. თუმცა ვისაც გადასვლა უნდა, იხდის ფულს და ჩვეულებრივად გადადის. დღემდე გაუგებარია რატომ დარჩა მსგავსი შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია რომ … Read more

მოსამზადებელი პროგრამით სტუდენტი გახდა 137 აბიტურიენტი გალიდან და 2 ცხინვალის რეგიონიდან

სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი. „დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი … Read more

სოხუმის რეჟიმის „რბილი ძალის“ მცდელობები – 5 წლის შემდეგ „მოქალაქეობის“ პერსპექტივა და ავტობუსი კვირაში ორჯერ

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია სოხუმის უნივერსიტეტში ჩარიცხულ გალელ სტუდენტებს შეხვდა. დაინტერესდა თუ როგორ გაიარეს მისაღები გამოცდები, შემდგომ კი ურჩია, რომ არ დაკმაყოფილდნენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით და მეტი იმუშაონ საკუთარ თავთან. „ჩვენ დროს ინტერნეტი არ იყო და ამ ფორმით ინფორმაციის მოპოვება არ იყო შესაძლებელი. დავდიოდით ბიბლიოთეკებში და ვკითხულობდით მრავალტომიან წიგნებს. რა თქმა უნდა … Read more

ცხინვალი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით "საზღვარს" კეტავს

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო საზღვარს დროებით კეტავს. გამშვები პუნქტი, რომელიც სოფელ მოსაბრუნთან მდებარეობს (ე.წ. “რაზდახანის” საბაჟო-გამშვები პუნქტი), დღეს საღამოს 8 საათზე ჩაიკეტება და 9 აგვისტოს ადრიან დილით, დაახლოებით 6 საათისთვის  გაიხსნება. “რესპუბლიკის საზღვრებს” ცხინვალის უშიშროების კომიტეტი აკონტროლებს. როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, “საზღვრის” ჩაკეტვა ომის მე-11 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონოსძიებებს უკავშირდება.