ცხინვალის რეჟიმი ახალგორელი ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვებს აწესებს და ადამიანების შემდეგ უკვე შინაურ ცხოველებისთვის, ცხვრებისა და ძროხებისთვის კეტავს ე.წ. საზღვარს.
თვე: აპრილი 2018
ორად გახლეჩილი ოჯახები – “ოჯახთან ერთად ყოფნის უფლებას აღარ მაძლევენ”

“იმის გამო, რომ მუსლიმი ვარ, საქართველოს ხელისუფლება ჩემს მეუღლეს და შვილს ქვეყანაში არ უშვებს, მე კი ქვეყნის დატოვების უფლებას არ მაძლევს. ფაქტობრივად, მძევლად მაქციეს,” – ამბობს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი ლატიფი კოფჩიევი
აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 22 ქართველი მებრძოლის ნეშტი დაკრძალეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი დაკრძალეს, რომლებიც 1992-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტისას დაიღუპნენ და ამ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ.
ახალგაზრდა მწერალი აფხაზეთში მოგზაურობაზე ფოტოილუსტრირებულ წიგნს ამზადებს

მწერალი ვაჩე რაინდელი თანამედროვე აფხაზეთის ცხოვრებაზე ფოტოილუსტრირებული წიგნის გამოცემას გეგმავს. როგორც მან DFWatch-ს უთხრა, აფხაზეთში ორჯერ იმოგზაურა და თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი გადაიღო.
ცხინვალის განდგომილი ეკლესიის მეთაურს "ოსური პასპორტი“ ჩამოართვეს

ცხინვალში მოქმედი არაკანონიკური ე.წ. ალანიის ეპარქიის მმართველს ეპისკოპოს ამბროსის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტი“ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს მაშინ, როდესაც აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ზემო როკის სასაზღვრო პუნქტით ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიდიოდა.
აფხაზი ექიმები თბილისში ტრენინგზე ჩამოვიდნენ, რამაც სოხუმში დიდი სკანდალი გამოიწვია

აფხაზი მედიკოსების ჯგუფი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში ტრენინგზე იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე რეანიმობილის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპს სწავლობდნენ და ამ ფაქტის გახმაურებამ სოხუმში დიდი სკანდალი და აღშფოთებული განცხადებები გამოიწვია.
გალში შიშობენ, რომ სოხუმის რეჟიმი კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვას გეგმავს

“ოპტიმიზაციის” ფარგლებში სოხუმის რეჟიმი გალში კიდევ 7 ქართული სკოლის დახურვაზე ალაპარაკდა. ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად გალში ფაროსანასთან ბრძოლა გააქტიურდა

დათბობასთან ერთად გალში ფაროსანას პრობლემა კვლავ თავს იჩენს. როგორც DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, მავნებელმა სამალავებიდან გამოსვლა უკვე დაიწყო და, ტემპერატურის მომატების პარალელურად, მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.
ახალი შეთავაზება სოხუმს და ცხინვალს – თბილისი მათ გამყოფ ხაზებთან ვაჭრობის გამარტივებას სთავაზობს
საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს „ახალ სამშვიდობო ინიციატივას“ სთავაზობს, რომელიც ძირითადად აფხაზებისა და ოსებისათვის ბიზნეს პროექტების წახალისებასა და გამყოფ ხაზებთან ვაჭრობას ეხება.
რუსეთმა სოხუმს ემბარგო დაუწესა, საპასუხოდ სოხუმი ქართველებს სჯის

2 აპრილიდან აფხაზეთი რუსეთში ხილ-ბოსტნეულსა და მწვანილს ვეღარ შეიტანს. ამის გამო განაწყენებულმა სოხუმის რეჟიმმა დანარჩენი საქართველოდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა აკრძალა, პირადი მოხმარებისთვისაც კი.